მადრიდული მედია ისკოს ღიად უპირისპირდება – ფეხბურთელი ტურინზე ფიქრობს
ისკოს მადრიდული ყოფა დღითიდღე უარესდება:
მადრიდული მედია მას უკვე ღიად აკრიტიკებს..
“ფეხბურთელი მუდამ უკმაყოფილოა და შეიძლება ითქვას, მის მადრიდულ კარიერაში ეს ყველაზე რთული პერიოდია.. გარკვეულწილად ისკოს სიტუაცია ოზილის და დი მარიას მომენტებს წააგავს.. ისინი პირველსავე პრობლემის წარმოჩენაზე გაიქცნენ გუნდიდან..
რას იზავს ისკო? როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს იგი? ფაქტია ჯერჯერობით სოლარისგან ნდობას ვერ იმსახურებს და ყოველ მომდევნო დაპირისპირებაში უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა..
მას უკვე რეალის ქომაგების ნაწილიც კი უსტვენს და გუნდიდან წასვლას ურჩევს.. სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული და ერთადერთი გამოსავალი თავად ფეხბურთელის საქმისადმი მიდგომის შეცვლა თუ იქნება.. შეხედეთ მარკუს ლორენტეს – იგი ახლა შეუცვლელი კადრია განსხვავებით ისკოსგან..”
ეს როგორც უკვე გითხარით მადრიდული პრესის ღია კრიტიკაა რეალის ნახევარმცველის მიმართ. შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი დიდი ხანია ფეხბურთელის მიმართ იჩენს ინტერესს და როგორც აცხადებენ ზაფხულში კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს მის გადმოსაბირებლად..
თუმცა, ნიადაგს პარატიჩი უკვე ამზადებს.. იგი შეხვდა მის საფეხბურთო აგენტს რამდენიმეჯერ და პირად კონტრაქტთან დაკავშირებით ესაუბრა..
პირობები რასაც იუვე სთავაზობს არ ხმაურდება, მაგრამ როგორც კულუარებში დადის ჭორები ისკო თანახმაა იუვეს შეთავაზებაზე და პირველ რიგში იმის გამო თუ როგორ გუნდად უხასიათებს მას რონალდუ.. ექს მალაგელი მოხიბლულია იუვეთი და მისი ტიფოზერიით.
ეს კაცი ისაა ვინც ალეგრის უნდა ფანტაზისტა თავდასხმელებს შორის დიბალას ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად მაინც არააა მისი პოზიცია ეგ:idea:
ამ კაცს იმედია ალეგრი სწორად გამოიყენებს