პარატიჩი ნონ-სტოპ რეჟიმშია – აარონ რემზისთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ფაბიო პარატიჩი ნონ-სტოპ რეჟიმში მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე:
უკანასკნელი 24 საათის მანძილზე, ძალზედ გააქტიურდა საუბარი აარონ რემზისთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ მან საბოლოოდ განაცხადი უარი არსენალთან არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
საქმეში აქტიურად რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი ჩაერთო, რომელთა შორის ასევე არის ფაბიო პარატიჩიც.. იუვე უელსელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს, თუმცა პირად კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერ ვერ აღწევენ..
რემზის სიამოვნებს იუვენტუსის დაინტერესება და თავადაც არაა წინააღმდეგი ძალები ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გამოცადოს, მაგრამ მისი სურვილი გახლავთ წლიურად 10 მილიონი ევრო..
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იუვეს ფეხბურთელი არაფერი არ დაუჯდება პირდაპირი ტრანსფერის თვალსაზრისით, ეს ციფრი ასეთი გადაულახავიც აღარ გამოიყურება. ბიანკონერი 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და 7.5 მილიონს ბონუსის გარეშე..
პარალელურად რემზის გაფორმება მონაკოს, ბაიერნს და ინტერსაც სურთ..
ვნახოთ, თუ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები პარატიჩსა და ფეხბურთელის აგენტს შორის წარმატებით დასრულდა, მაშინ აარონი გუნდს ზაფხულში შეუერთდება და გახდება, მორიგი უფასო ნახევარმცველი ტურინული გრანდისთვის..
იმედია რემზის მოყვანით არ აპირებენ ნახევარდაცვაში პრობლემების მოგვარებას )) ან საიდან გამოქექეს ვაბშე ეს )))))
10 მილიონი არა კიდე 10 ნომერი არ უნდაა?)) ვაფშე არაფრით არ ჯობია არც ერთ ჩვენ ნახევარმცველს. თუ ვინმეს მოიყვანენ, მართლა ძლიერი უნდა მოიყვანონ. რემზი არა ვოლკოტი კიდე)