მასიმო პავანი აარონ რემზის საქმის დეტალებზე საუბრობს
აარონ რემზი – სურვილი თუ რეალობა? მასიმო პავანი შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს, რომელიც თუ შედგა იუვესთვის მორიგი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებული გარიგება გახდება:
“უელსელი უდაოდ საინტერესო ფეხბურთელია.. 27 წლის მოთამაშის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 35-40 მილიონი ევროა და ბუნებრივია როდესაც საუბარი მიმდინარეობს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებაზე, ეს ასპექტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს..
მეორე მომენტია თავად ფეხბურთელის მხრიდან მოთხოვნილი წლიური 10 მილიონი რამდენად არის რაციონალური? გეთანხმებით არ არის.. 6-7 მილიონი სეზონში უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იუვეს კონკურენტებთან ბრძოლა გაუჭირდება..
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა აარონის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ პსჟ და ბარსელონა.. ერთი პოტენციურად წასულ რაბიოს შემცვლელს ეძებს, ხოლო მეორე ნახევარდაცვაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას.. და არაა გამორიცხული იგივე რაბიო რომელსაც კატალონიელებს უკავშირებენ, საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდეს.. შესაბამისად ბარსას ალტერნატიული ვარიანტი დაჭირდება.
პარალელურად ვრცელდება ხმები, რომ სატრანსფერო ბაზარზე ზუსტად რემზი გახდება პირველი ფეხბურთელი ვისთვისაც ინტერის ახალი გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა ყოფილი კლუბის მესვეურებს დაუპირისპირდება.. ანიელის და კამპანიას მოწონთ უფასო რემზის ვარიანტი და მარტივად არ დათმობენ, მითუმეტეს ინტერისთვის..
ვნახოთ, როგორ წარმართავს რთულ მოლაპარაკებებს ფაბიო პარატიჩი.. იგი უკვე სამი თვის მანძილზე ინარჩუნებს უელსელის აგენტთან ურთიერთობას, რომელიც ტურინს უკვე მეორედ ესტუმრა ორი კვირის განმავლობაში. ფაქტია საქმე დაიძრა, მაგრამ სადამდე განვითარდება ეს ორივე მხარის ნება სურვილზეა დამოკიდებული”.
კოშტა თუ დიბალას ჯობდა ეგ აღარ წარმომედგინა
ეს გვჭირდება საერთოდ
რით არის დიბალაზე პროდუქტიული? კოშტა არის საოცრად სწრაფი მაგრამ ერთფეროვანი გაიგდებს ბურთს მიიტანს კართან და მერე ტრიბუნისკენ ურტყამს ბურთის ფლობა პასის კულტურა რეალიზაცია პაულოს ბევრად უკეთესი აქვს თანაც გასათვალისწინებელია ის რომ დიბალა მის პოზიციაზე არ დგას თუ ალეგრი მეორე ფორვარდად დააყენებს პაულოს მაშინ იქნება იდეალური ახლა სადაც ათამაშებს ეს გამოწვეულია იმით რომ პიანიჩის გარდა ჩვენ არ გვყავს ტექნიკური ნახევარმცველი რომელიც ბურთის დაჭერას მოახერხებს კოშტა დიბალას რითიც ჯობს ეს არის მხოლოდ სისწრაფე და მეტი არაფერი
დიბალაზე ათი თავიტ პრუდუქტულია კოშტა და მისი გაშვება სიუციდს გავს. ტიპსბრა სიჩქარე და დრიბლინგი აქვს ,დიბალა კი ტრიალებს ერთ წრეზე როგორც მოედქნზე ისე კარიერაში.