ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ატალანტასთან მოახლოებულ დაპირისპირებას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ ბერგამოში თბილისის დროით 18:00-ზე გაიმართება:

“უპირველესყოვლისა გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პირველად მე და კრიშტიანო რონალდუ მატჩს ერთი და იგივე ადგილიდან დავაკვირდებით.. გასულ პრეს-კონფერენციაზე გითხარით, რომ პორტუგალიელი მოახლოებული ორი მატჩიდან ერთ-ერთს სათადარიგოთა სკამზე ჩემთან ერთად გაატარებდა..

მისი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ.. ვიხილე სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა ასპექტებში და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი. მეორეს მხრივ მსურს, რომ იგი მარტში ოპტიმალურ კონდიციებში იყოს.. სწორედ მაშინ განახლდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები და აქ კრიშტიანოს ჩემპიონური თვისებები განსაკუთრებით დაგვეხმარება, როგორც მისი გოლები.

რაც შეეხება უშუალოდ ბერგამოელებთან მატჩს, ბუნებრივია შობაზე მათ ყველასთვის დიდი საჩუქრის გაკეთება მოუნდებათ.. მითუმეტეს გენუელებთან განცდილი იმედგაცრუების შემდეგ აუცილებლად ეცდებიან რეაბილიტაციას.. ვინ იტყვის უარს შობაზე იუვენტუსი დაამარცხოს? ატალანტა ძალიან სიმპატიური კლუბია, რომელსაც მერწმუნეთ შეუძლია თავისტკივილის შექმნა.

იმ შემთხვევაში თუ ყოველი ჩვენთაგანი ამ მატჩს დიდი სერიოზულობით არ მიუდგება, მაშინ ბერგამოელების სურვილს ახდენა უწერია.. შობა ჰარმონიის, სიყვარულის და ოჯახური ერთიანობის სიმბოლოა მთელი იტალიისთვის.. კარგი იქნება მას საუკეთესო განწყობით შევხვდეთ.. შესაბამისად ბიჭებისგან სრულ კონცენტრირებას ველი.

ტრავმირებულებს რაც შეეხება.. მატუიდის 38 სიცხე აქვს და მისი ტურინში დატოვება გადავწყვიტეთ.. ბარძალი და კუადრადო ტრავმირებულები არიან და ისინი მომავალ წელს დაგვიბრუნდებიან.. ბერნარდესკის აქვს რეალური შანსი რომ განაცხადში შევიდეს.. მისი მდგომარეობა არცთუ სერიოზულია და ყველაფერი მალე დაზუსტდება. არ არის გამორიცხული ხედირასაც მიეცეს თამაშის საშუალება.. იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ხალხო თუ იცით ვინმემ, წინა წლების მაისურების ყიდვა თუ არის შესაძლებელი შედარებით იაფად? წლევანდელი ძაან ლამაზი ფორმაა, მარა 200 ევრომდე ღირს კარგი ხარისხის და მაგდენიც მენანება ეხლა)) ან რაღაც დროის მერე. დავუშვად სეზონის ბოლოს შემდეგი წლის ფორმა რო გამოვა, შეილება რო დაეცეს მერე ამის ფასი?

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ხედირა ახსენა ბიჭო, დავაი დავესიეთ გინებით და არ დავუტოვეთ ცოცხალ მკვდარი უგინებელი :chuvak: :chuvak:

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

აბე ალეგრი ჩაატარე

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x