ატლეტიკოს სამ მცველს კონტრაქტი ახლო პერიოდში ეწურება
სიმეონეს პრობლემები შეიძლება შეექმნას:
ატლეტიკოს ერთბაშად სამ უკანახაზელს ეწურება კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივებასაც ესპანური გრანდი არ ჩქარობს..
დიეგო გოდინს, ხუან ფრანს და ფელიპე ლუის მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე შეუძლიათ გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება..
შეგახსენებთ, რომ გოდინის მიმართ დაინტერესებას იუვე დიდი ხნის მანძილზე იჩენდა და თითქოს ტრანსფერის გაოფიციალურებასაც არაფერი აკლდა, მაგრამ ბოლო წამს გოდინმა უარი განაცხადა.. მიზეზი მადრიდული კლუბისადმი არსებული სიყვარული იყო..
თუმცა, როგორც ჩანს ატლეტიკოს უჭირს ან არ უნდა იმავე გრძნობით უპასუხოს არც მას და არც დანარჩენ უკანახაზელებს.. გავრცელდა ხმები რომ თუ უახლოეს პერიოდში მხარეები ვერ მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას, მაშინ ფეხბურთელები კლუბს იანვარშივე დატოვებენ..
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში იუვეს სწორედ სიმეონეს გაწვრთნილი გუნდი უპირისპირდება, მაშინ ტურინული მხარისთვის ეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა..
თავად ჩოლოს ძალიან უნდა, რომ მოთამაშეები კლუბში დატოვოს, მაგრამ კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით ის დიდს ვერაფერს გახდება.. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობაზეა.. სხვათაშორის იუვე გოდინს სავარაუდო მომავალ კლუბად იუვე ისევ აქტიურად განიხილება.
არ გვჭირდება მემგონი