სიტუაცია ფედერიკო კიეზას გარშემო
ფედერიკო კიეზა – ფეხბურთელი, რომელსაც იტალიაში კარგი პრესა აქვს და მოახლოებულ სანაკრებო ბატალიებში აძურის ერთ-ერთ იმედად მოიაზრება:
სწორედ ამიტომაც სურს ფლორენციულ ფიორენტინას მისი შენარჩუნება და უკვე ამ ეტაპზევე იწყებს თადარიგის დაჭერას..
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კიეზას შეძენა ერთბაშად სამ იტალიურ და ორ ინგლისურ გრანდს სურს..
აპენინებზე მისი მსურველი ნაპოლი, ინტერი და იუვენტუსია.. ინგლისიდან კი ტოტენჰემი და არსენალი..
თავად ფეხბურთელს სამშობლოს დატოვების პრესპექტივა დიდად არ ხიბლავს, მაგრამ პირობითად რომელ აპენინურ კლუბს ანიჭებს უპირატესობას რთული სათქმელია..
გაახანგრძლივებს თუ არა იებთან კონტრაქტს? მისი საფეხბურთო აგენტი მკაფიო შეტყობინებას უგზავნის კლუბის ხელმძღვანელობას:”ჩემი კლიენტისთვის კლუბის სამომავლო გეგმები მნიშვნელოვანია, რადგან მას კონკურენტუნარიან გარემოში სურს კარიერის გაგრძელება.. თუ იებს შესაბამისი ამბიცია ექნებათ და ევროთასებზე ადგილს მოიპოვებენ, მაშინ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით”..
შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ თუ ფიორე ვერ მოახერხებს ევრო სარბიელისთვის საჭირო პოზიციის დაკავებას, ახალგაზრდა კიეზა კარიერას რომელიმე ტოპ კლუბში გააგრძელებს..
იუვენტუსი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და საჭიროებისამებრ მზად არის ფედერიკოს საინტერესო კონტრაქტი შეთავაზოს.
არ იქნება ცუდი ამის მოყვანა