იუვე ტულუზას 18 წლის ცენტრალური მცველის შეძენასთან ახლოს არის
იტალიური მედიის მტკიცებით ფაბიო პარატიჩი ახლოს არის ტულუზაში მოთამაშე ტოდიბოს შეძენასთან:
სქაი სპორტის ცნობით პარატიჩი მოლაპარაკებებს უკვე მეოთხე თვეა მართავს და საქმე დასრულებასთან ახლოს არის..
ჯერჯერობით კონკრეტული თანხა არ სახელდება, რის სანაცვლოდაც 18 წლის ჟან კლი ტოდიბო იუვეს რიგებში გადავა, თუმცა ფაქტია ფეხბურთელზე სამშობლოში დიდ იმედებს ამყარებენ.
ტოდიბო ამპლუით ცენტრალური მცველია, რომელსაც აქვს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის გამოცდილებაც..
წესით და რიგით ტრანსფერი იანვარში უნდა გაოფიციალურდეს, თუმცა ზამთარშივე გადავა თუ არა უკანახაზელი ტურინში ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. შესაძლოა პარატიჩიმ იგი სეზონის ბოლომდე ტულუზაში დატოვოს ან ბოლონიაში გაანათხოვროს.
საინტრესოა იქნება მართლა კარგია