ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ატალანტა – იუვენტუსი (წინასამატჩო, სავარაუდო სასტარტო)

ბერგამოში იოლი გასეირნება არავის ელის და მათ შორის იუვენტუსს:

გასპერინის ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც ბრძოლა ყველა მეტოქესთან შეუძლია.. იუვე ნამდვილად არ იქნება გამონაკლისი, რადგან ქვეყნის ჩემპიონის დამარცხება კალჩოში მყოფი ყველა კლუბის მთავარი მიზანია..

საინტერესოა რა ხდებოდა ამ პერიოდის მანძილზე კონტინასას საწვრთნელ ბაზაზე.. რა შემადგენლობის დაყენებას ფიქრობდა მაქსი? საქმე იმაშია, რომ ამ შეხვედრაში წესით და რიგით თამაშის საშუალება უნდა მიცემოდა ფედერიკო ბერნარდესკის რომელმაც უკანასკნელ სამუშაო სესიაზე კუნთის მცირე დაზიანება მიიღო.. იგი გუნდს ბერგამოში ვერ გაყვა, მსგავსად მატუიდის და კინის..

საგულისხმოა, რომ ამ მოთამაშეებთან ერთად ალეგრის ატალანტასთან დაპირისპირებაში ვერც ანდრეა ბარძალი, ხუან კუადრადო და ჟოაო კანსელუ ვერ დაეხმარებიან..

რა ხდებოდა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე.. რა კარტები დაალაგა ალეგრიმ? ყველაზე მთავარი იყო განცხადება კრიშტიანო რონალდუსთან მიმართებაში.. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კრიშტიანო რონალდუ შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან უყურებს.. “მსურდა მასთან ერთად მედევნებინა თამაშისთვის თვალი და ბერგამოში ჩვენ ამ სურვილს ავისრულებთ”- ასეთი მხიარული ჩანდა ალეგრი გუშინ ჟურნალისტების წინაშე..

მოდით გადავიდეთ სასტარტო შემადგენლობაზე, რომელსაც ტუტოსპორტი გვთავაზობს..

კარს პოლონელი შესნი დაიცავს.. დაცვის მარჯვენა ფლანგზე მატია დე შილიო უკონკურენტოა იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ყველა უბრალოდ ტრავმირებულია.. ცენტრალურ დუეტს რაც შეეხება.. ალეგრიმ განაცხადა რომ შესაძლოა კიელინის დასვენების საშუალება მიეცეს.. ეს კი ბენატია-რუგანიდან ერთ-ერთისთვის კონკრეტული შეტყობინებაა.. საინტერესოა რომელი მათგანისთვის? ტუტოსპორტი უპირატესობას მაროკოელს ანიჭებს.. შესაბამისად ბონუჩისთან ტანდემში სწორედ მედჰი იქნება.. მარცხენა ფლანგზე კი ალექს სანდრო.. სპინაცოლა? არაა გამორიცხული რამდენიმე წუთით ვიხილოთ მინდორზე.

ნახევარდაცვა.. აქ უფრო ფართო არჩევანია უკვე, რადგან ემრე ჯანი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და როგორც ჩანს სამი ხედირაც.. მატუიდის გაციება, რომ არ მოესწრო მაქსის განკარგულებაში ფაქტიურად ყველა ნომინალური შუახაზელი იქნებოდა. სასტარტოში კი უნდა ველოდოთ ხედირას, ემრე ჯანს და ბენტანკურს.. პიანიჩი ბოლო ხანებში საკმაოდ გადაღლილი გამოიყურება და შეშლილმა დიდი შანსია ამოსუნთქვის საშუალება მისცეს.. თან რამდენიმე დღეში სამპასთან მატჩია..

შეტევაში კრიშტიანო რონალდუს არ ყოფნა ბევრ ვარიანტს მაინც არ გვიხსნის, იმ ფაქტიდან გამომდინარე რომ ბერნარდესკი განაცხადშიც არაა შეყვანილი.. ახალგაზრდა კასტანოსი კი ნამდვილად არაა ასეთი დონის მატჩისთვის მზად, რომ ალეგრიმ სათამაშო წუთები დაუთმოს.. შესაბამისად გვრჩება შემდეგი ვარიანტი – დუგლას კოშტა, მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა..

სხვათაშორის არის მოსაზრება, რომ ამ შეხვედრაში დიბალა აღარ იდგება ტრეკუარტისტას პოზიციაზე და მარიოსთან ერთად უშუალოდ დამამთავრებელ ფაზაში იმოქმედებს.. აი გამთამაშებლის ფუნქციას კი საკუთარ თავზე რეაქტიული კოშტა აიღებს.. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია რომ ამ შეხვედრაში დიბალასგან გატანილ გოლს ველოდოთ.. ეს ინფორმაცია ტოტალიზატორის მოყვარულთათვის ვფიქრობ მნიშვნელოვანია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
6 years ago

სანამ შემადგენობასთან დაკავშირებით სიახეებს წავიკითხავდი მანამდეც ვფიქრობდი რო ამ თამაშს წავაგებდით. ეხლა კიდე უფრო გამიმყარდა ეჭვი. მოკლედ ეს თამაში ფრეს არ უნდა გაცდეს ატალანტას სასარგებლოდ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეეე სამპდორიასთან დაესვენებინა რონი და მერე ხო ისედაც უწევს დასვენება და თასის თამაშები. დღეს საჭირო იქნებოდა. არ არის ატალანტა ხელწამოსაკრავი თავის მოედანზე

მაქს
მაქს
6 years ago

1.8 იუვეს რატო აქვს კუში? ვითმ იმიტომ რომ რონი არ იქნება? თუ ყომარობას აპირებენ?

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეე მაქს კაი რაა რონალდუს დასვენება იქნება ეხლა ის პოლონელი აღარ ხუმრობს…
ზამთრის პერერივზე ისედაც ხო დაისვენებდა

giorgik
გიორგი კუცია
6 years ago

კოსტა იმენა დაფრინავს, გეთანხმები ლექსო

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

აი ვნახოთ ამ პოზიციაზე რამდენად ეფექტური იქნება დიბალა.მე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ დიბალა ფორვარდია.კოსტას აკრიტიკებდა რამდენიმე აქ და ვერანაირად ვერ დავეთანხმები,პირიქით მასზე ეფექტური მარტო რონი გვყავს გუნდში.ის რომ ის სათადარიგოა ალეგრის სიჯიუტე უფროა ვიდრე სამართლიანი გადაწყვეტილება

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x