ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ, ტუტომერკატოზე გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 6 – ძნელია რომელიმე ბურთზე დავადანაშაულოთ.. პირიქით, არაერთ ეპიზოდში გადაარჩინა გუნდი უფრო დიდი პრობლემებისგან.

დე შილიო – 5.5 – დაცვის ხაზმა ამ თამაში საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება რომ არ დატოვა ფაქტია.. თუმცა, მხოლოდ მათი დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან არც შუახაზი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.. საერთო ჯამში იმავე დაცვით ასპექტში მატეა ცუდად არ გამოიყურებოდა და ერთი-ერთზე მასთან ჭიდილი განწირული ბრძოლა იყო.. ბონუჩის შეცდომის დროს ცენტრში არ შეწევაზე და დაგვიანებაზე შეგვიძლია დადანაშაულება.

ბონუჩი – 5 – საპატა როგორც ჩანს მისთვის კრიპტონიტის ეფექტივით არის.. როგორც შარშან ახლაც ფაქტიურად მარწუხებში ჰყავს ლეო მოქცეული და განთავისუფლებას არ აპირებს.. მუდმივ პრობლემებში ამყოფბდა იუვეს ცენტრალური მცველს..

კიელინი – 6.5 – საინტერესოა, რომ თავდაპირველად იყო ვარაუდი თითქოს კიელინი მატჩს სათადარიგოთა სკამზე გაატარებდა.. საბედნიეროდ იუვესთვის ეს ასე არ მოხდა, რამაც ტურინს გარკვეული პრობლემები თავიდან აარიდა.. ბონუჩი შოკში ჩავარდნილივით იყო და კიელინი ცდილობდა ორივეს ნაცვლად სიტუაციის გაკონტროლებას. კაპიტანი უდაოდ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ალექს სანდრო – 6.5 – აქტიურად იწყებს… შეიძლება ითქვას, რომ მარცხენა ფლანგს სრულად აკონტროლებს, მაგრამ პირველი ტაიმის შუაწელს გუნდის თამაში ირევა და იგიც იძულებულია საკუთარ ნახევარს მიეჯაჭვოს.. დაცვით ასპექტში ის და კიელინი აშკარად უკეთეს ტალღაზე იყვნენ ვიდრე მათ მარჯვნივ მდგომნი..

ხედირა – 5 – ტრავმის შემდეგ პირველად გამოდის მოედანზე და დაკარგული ჩანს.. მას შემდეგ რაც გუნდი 10 კაცით დარჩა უფრო მეტი მანძილის დაფარვა უწევდა, რამაც მისი ძალები საბოლოოდ გააქრო.. ისედაც და ასედაც ჯერჯერობით არ არის სასურველ კონდიციებში..

რონალდუ – 7.5 – გერმანელის ნაცვლად მოედანზე მატჩის გადასარჩენად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოვიდა, რომელიც ბოლოს სათადარიგოთა სკამზე 2013 წელს იჯდა.. გამოვიდა და როგორც შეეფერება ისე მოიქცა – გუნდი მარცხისგან იხსნა! მისი აქტიურობა და თავდაჯერებულობა გუნდს მომენტალურად გადაედო, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.. არადა ეს ყოველივე საკმაოდ მცირე დროში..

ემრე ჯანი – 6 – ფაქტიურად მარტომ მოუწია ჭიდილი ატალანტასთან გაველურებულ შუახაზთან და შეგვიძლია თამამად ვთქვათ მას თავი არ შეურცხვენია.. არ ერიდებოდა ხისტ ორთაბრძოლებს.. კარგი ართმევებზეც.. საპატას წინააღმდეგაც საკმაოდ კარგად ირჯებოდა.. ეფექტურ თამაშსაც არ აკლებდა.. ფაქტია, ნელ-ნელა ფორმას კრიფავს და იუვეს ძალიან დიდი ძალა დაემატება მისი სახით ახალი წლის შემდეგ.. ბოლომდე კონდიციებში შესული ემრე ჯანი ფაქტიურად ახალი ნახევარმცველის დამატებასავით იქნება.

ბენტანკური – 5 – როდრიგომ მძალვრად დაიწყო.. ართმევაზე ჭკვიანური მოქმედებები.. პოზიციურად კარგად იდგა და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ შორეული გასროლაც! მაგრამ შემდგომ რაღაც მოხდა.. პირველი ყვითელი ბარათის შემდეგ, იგი სულ გაქრა მოედნიდან.. მეორე ტაიმის დასაწყისში კი თამაშობს დაუფიქრებლად, რის გამოც დამსახურებულ გაფრთხილებას იღებს და მოედანს ნაადრევად ტოვებს.

კოშტა – 6 – ისეთი მატჩი იყო, რომ იუვე მის შესაძლებლობებს ხშირად ეყდრნობოდა.. ბრაზილიელიც ჩვეული რეაქტიულობით კი გამოირჩეოდა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შევატყობდით, რომ რაღაც ამ ყველაფერს აკლდა.. თითქოს ყველაფერი არის, მაგრამ რაღაც იკარგება.. პოტენციალის სრულად გამოყენებას ხელს რაღაც უშლის.. დიახ, აი ამ განცდებში ვიყავით, როდესაც ალეგრიმ მის ნაცვლად მინდორზე პიანიჩი შეუშვა.

პიანიჩი – 6.5 – შემოვიდა, დაიკავა საკუთარ პოზიცია და თუ აქამდე ატალანტა ადვილად ხსნიდა კარს იუვენტუსის ნახევარზე გადმოსასვლელად სხვადასხვა მანევრირებისთვის, მან ეს კარი საიმედოდ ჩარაზა.

დიბალა – 6 – პაულო კვლავინდებურად შორს მოქმედებს მეტოქის საჯარიმოსგან და შეგვიძლია ვთქვათ ფაქტიურად მსხვერპლს იღებს საკუთარი გუნდისთვის ან ასე ჩანს შორიდან.. უშვებს შეცდომებს, მაგრამ მაქსიმუმს დებს გუნდისთვის.

მანჯუკიჩი – 6 – გადაღლილია მარიო მაგრამ ბრძოლაზე უარს არასოდეს იტყვის.. არასოდეს დაგტოვებთ მარტო მეტოქესთან.. მაგრამ რონალდუს გარეშე სირბილი თითქოს უინტერესო და უშედეგო იყო..

ალეგრი – 6.5 – მატჩი კარგად დაიწყო.. მეტოქის ავტოგოლმა იუვეს უპირატესობა პირველივე წუთებზე მისცა.. შემდგომ დაიწყო პრობლემების კასკადი, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომებს უნდა მივაწეროთ.. 10 კაცით დარჩენილმა, თამაში რონალდუ და პიანიჩი ჩართო, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო სიტუაციიდან გამომდინარე.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x