ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინულ-პარიზულ-ლონდონური ამბები

ტუტოიუვეს ცნობით, აარონ რემზის ტურინში ტრანსფერი ასე იოლიც არაა, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია:

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უელსელთან მიმართებაში პსჟ-ს გააქტიურება შეინიშნება, რომელიც როგორც სხვადასხვა წყარო აცხადებს ფეხბურთელს წლიურად 8 მილიონს სთავაზობს..

უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგების წინადადება უკვე ამ ეტაპზევე ჯაბნის ტურინელა შეთავაზებას, რადგან იტალიელები რემზის ზუსტად იმდენს დაპირდნენ, რამდენსაც ახლა ემრე ჯანი ღებულობს.. საუბარი 6 მილიონ ევროზეა..

შესაბამისად, პსჟ რეალური კონკურენტი ისახება ამ ბრძოლაში, რომელიც ადრიენ რაბიოს შემცვლელს გამალებით ეძებს.. მათ სურთ ერთი თავისუფალი აგენტის სანაცვლოდ, მეორე გაიფორმონ..

როგორც მოგეხსენებათ რაბიოს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე უსრულდება პარიზელებთან კონტრაქტი და უელსელის მსგავსად არც ის გეგმავს ამჟამინდელ კლუბთან გახანგრძლივებას.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x