ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წლის ბოლო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ წლევანდელი წლის ბოლო წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ იუვენტუსში თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. ეს არის მკაფიო შეტყობინება იმ ჭორებისთვის, რომელიც ჩემს გარშემო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდა.

ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, საოცარ საქმეს ვაკეთებთ! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახლა მხოლოდ დეკემბერია.. გვაქვს 50 ქულა და პოტენციურად შეიძლება 53-მდე გავზარდოთ, რაც როგორც ვიცი საკლუბო რეკორდზე გაიწევს.. (ერთ კონკრეტულ წელიწადში 100 დაგროვებული ქულა)

თუმცა, მთავარი არის გამარჯვება რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებს დასახულ მიზნამდე.. ახლა კი უმჯობესია ხვალინდელ მატჩზე ვისაუბროთ, რომელიც საკმაოდ რთულ მეტოქესთან მოგვიწევს, რადგან სამპდორია ორგანიზაციულობის კუთხით ტოლს არაფერში დაგვიდებს.

აუცილებელია ბიჭებმა უკანასკნელი ძალები იპოვონ და ამ მატჩს სრული სერიოზულობით მიუდგნენ. ჩვენი ტიფოზერიის დახმარება ახლა არნახულად დაგვჭირდება! მათ ფეხბურთელებს საჭირო ენერგია უნდა გადასცენ!

ბენატია და მატუიდი არ იყვნენ ხელმისაწვდომნი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გასულ მატჩში, მაგრამ ახლა მათი გამოყენება შემიძლია, რადგან თავს უკეთ გრძნობენ.. ანალოგიური სიტუაცია არის ფედერიკო ბერნარდესკის შემთხვევაშიც.

დაცვის ცენტრში ბონუჩის ნაცვლად მოედანზე დანიელე რუგანის ვიხილავთ.. კიელინი თავს კარგად გრძნობს, მან აღიდგინა ენერგია და საბრძოლველად მზად არის.

ერთადერთი კითხვის ნიშანი არის სანდროსა და სპინაცოლას შორის.. ნებისმიერ შემთხვევაში მე ძალიან კმაყოფილი ვარ ლეონარდოს მუშობით.. იგი უდაოდ კარგი ფეხბურთელია.

ჩემპიონატში საქმეები კარგად მიგვდის.. ქულათა ჰანდიკაპით კმაყოფილი ვარ და ამასთან ერთად საქმისადმი მიდგომაც სერიოზულია. ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილა დავიკავეთ და ველით პლეი-ოფს.. შესაბამისად ვინმესგან კრიზისზე წუწუნი თუ მოვისმინე, უბრალოდ აღარ მოვუსმენ სისულელეს.. ერთადერთი გამონაკლისი იქნება თუ იუმორით იტყვის ამ ყველაფერს.

ის რაც სტადიონებზე ხდება რასიზმთან დაკავშირებით დაუშვებელია.. ბავშვები ამ ყველაფერს უფროსი თაობისგან ხედავენ და ანალოგიურად იწყებენ მოქცევას. ეს დაუშვებელია და ანალოგიური რაღაც დავინახე 26-ში მოედანზე! ამით გაწბილებული დავრჩი.. საჭიროა კონკრეტული მიმართულებით მუშაობა, რადგან სტადიონის დახურვამ მეეჭვება სიტუაცია შეცვალოს.

ჩემი მოკრძალებული აზრით, აუცილებელია ბავშვებთან მივიდეთ.. სკოლებში ჩატარდეს სპეციალური პროგრამით მუშაობა, რომელიც მათში აგრესიას ჩაახშობს და აქცენტს სპორტულ შედეგზე გადაატანინებს.

ეს ყოველივე ერთ დღეში ვერ მოგვარდება, მაგრამ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ თუ იქნება ნება მაშინ შეუძლებელი არაფერია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

მოერგებოდა ჩემი აზრით,არადა რა ახლოს იყო

Giampiero Boniperti
5 years ago

იუნაიტედს პოგბას კონტრაქტის გახანგრძლივება სდომებია. ნელ-ნელა იკლებს ნიგერის იტალიაში დაბრუნების შანსები. ვიტსელის თამაშს თუ ადევნებთ თვალს. მთლად გადაირია დორტმუნდში. დაჟე კროოსზე მეტი სიზუსტე აქვს პასებში და ცენტრშიც ძალიან პროდუქტიულია. იუვეს უნდოდა ეგ ბიჭი მაგრამ არ გამოვიდა მაშინ. ნეტა იუვეს თუ მოერგებოდა ასე კარგად. :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x