იტალიაში ახალი სკანდალია
შეიძლება ეს სიახლე უშუალოდ იუვეს არ ეხება, თუმცა სეიდუ კულიბალის არაერთი კლუბის წარმომადგენლმა დაუჭირა მხარ და მათ შორის იყო კრიშტიანო რონალდუც:
ინციდენტი სან სიროზე ინტერსა და ნაპოლის შეხვედრის დროს დაფიქსირდა.. მთელი მატჩის განმავლობაში, ნერიაძურის ულტრასები კულიბალის მიმართ არ ერიდებოდნენ რასისტული ხასიათის შეძახილებს..
ფეხბურთელზე ამან ბუნებრივია ნეგატიურად იმოქმედა და მან ვეღარ მოახერხე ნერვებთან გამკლავება.. ერთი წუთით ადრე მატჩის დასრულებამდე ნაპოლის უკანა ხაზელმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი განრისხებულმა დატოვა.
“მე ვამაყობ საკუთარი კანის ფერით! ვამაყობ, რომ ვარ ფრანგი, სენეგალი და ნეაპოლელი! ვამაყობ, რომ მამაკაცი ვარ!” -ასეთი იყო მისი სტატუსი სოციალურ ქსელში..
კარლო ანჩელოტიც გაბრაზებული ჩანდა მატჩისშემდგომ:“იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ფაქტი მომდევნო მატჩებშიც დაფიქსირდება, მაშინ ზომებს უკვე თავადვე მივიღებთ და შეხვედრას დემონსტრაციულად დავტოვებთ!
სტადიონზე დიქტორმა სამჯერ გამოაცხადა, რომ შეხვედრა შეჩერებოდა თუ ფანები რასისტული ხასიათის შეძახილებს არ შეწყვეტდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.. ეს სირცხვილია და იტალიური ფეხბურთი კრიზისიდან ვერასოდეს ამოვა თუ მსგავსი ფაქტი დროულად არ აღიკვეთება”.
კრიშტიანო რონალდუ კულიბალის ამხნევებს:“ყოველთვის მსურდა, მსურს და მომავალშიც ვისურვებ რომ საფეხბურთო ცხოვრებაში ერთმანეთის მიმართ არსებობდეს პატივისცემა!”
ფეხბურთში ყოველგვარი დისკრიმინაციის და რასიზმის ადგილი არ უნდა იყოს!”
ჯენარო გატუზო:”ვერაფრით ვერ ამიხსნია თუ რატომ არ გააჩერა მსაჯმა თამაში? აუცილებელი, ხომ არ არის მაინც და მაინც რამე მოხვდეს მთავარ არბიტრს, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს? ის რაც ხდებოდა არის სირცხვილი და არანაირი გამართლება არა აქვს!”
იკარდი:”ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი ამ ამაზრზე პროცესებზე! საკმარისია! არანაირი რასიზმი ფეხბურთში!”
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ინტერი მომავალ საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. უშუალოდ ულტრასებისთვის კი ეს ციფრი ორამდე არის გაზრდილი.
საგულისხმოა, რომ გასვლით მატჩში ემპოლის წინააღმდეგ, ადგილობრივი კლუბის გადაწყვეტილებით ინტერის ფანებისთვის ბილეთების გაყიდვა აკრძალულია. ისინი არ იქნებიან დაშვებული ამ მატჩზე.
აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ ნერიაძურის ფანებს ყველა გასვლით მატჩზე აეკრძალებათ დასწრება და საკუთარი გუნდის მხარდაჭერა.
რა გუნდიც არის ის ფანები ყავტ რა გიკვირტ
რა მერდაცაა ყველამ უნდა გაიგოს
ინტერი ხომ გუნდი არაა