ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი კუადრადოს ტრავმაზე

ფაბიო პარატიჩი ხუან კუადრადოს ტრავმაზე საუბრობს:

“ძალიან ვწუხვართ კუადრადოს ტრავმის გამო.. დიახ, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაგვაკლდება, რაც ბუნებრივია არასასიამოვნო ინფორმაციაა.. იგი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა..

მეორეს მხრივ, ახლა შემადგენლობაში უდაოდ არიან ფეხბურთელები, რომელთაც ძალუძთ პარტნიორების სათანადოდ ჩანაცვლება.. სპინაცოლა მათ რიცხვში ნამდვილად შედის!

ლეონარდო აქ ტყუილად არ იმყოფება.. სპინაცოლა იტალიის ნაკრების წევრია და მერწმუნეთ მოედანზე გამოვა თუ არა ყველანი დარწმუნდებით რაოდენ კარგი ფიგურა გვყავს გუნდში..

ის უკვე დაახლოებით ერთი თვეა რაც სრულფასოვან საწვრთნელ სესიას გადის და ეტაპობრივად ალეგრი მას თამაშშიც ჩართავს.. მძიმე ტრავმიდან გამომდინარე, ყველაფერი დეტალურად გასათვალისწინებელია.. ჩვენთვის აუცილებელი იყო ტრავმის რეციდივი თავიდან აგვეცილებინა და ამიტომაც არ ვიჩქარეთ მასთან მიმართებაში”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x