ფერერო:”თუ ჩვენ იუვეს დავამარცხებთ, გპირდებით თავს გადავიპარსავ!”
სამპდორიას პრეზიდენტი მასიმო ფერერო საკუთარ გუნდს საინტერესო მოტივაციას აძლევს იუვენტუსთან მატჩის წინ:
“ყველამ კარგად იცით, რომ თმის გრძლად ტარება მჩვევია.. საერთოდაც, ბოლოს აღარ მახსოვს მოკლედ როდის მქონდა..
მაგრამ თუ ჩვენ ავდგებით და იუვენტუსს მისსავე სტადიონზე დავამარცხებთ, მაშინ გპირდებით რომ ნაინგოლანის სტილზე ვიქნები! თავსაც გადავიპირსავ და წვერსაც მოვიშორებ!”