ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც ტუტომერკატომ გამოაქვეყნა:
პერინი – 5.5 – მისთვის მოედანზე გამოსვლა ფრიად მოულოდნელი იყო.. შეიძლება ფიქრებში უკვე ახალი წლის დღესასწაულზე ფიქრობდა, როდესაც ალეგრიმ მოედისკენ უხმო.. საპონარას დარტყმამდე ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ აი ზუსტად რიკარდოს ეპიზოდზე მეტი ყურადღება მართებდა.
დე შილიო – 6.5 – მატეას ევოლუცია არის თვალშისაცემი. მას აბსოლუტურად ყველას კომპონენტში აქვს პროგრესირება. დაცვაში უშეცდომოა და საკმაოდ ნაყოფიერად ეხმარება პარტნიორებს შემტევ მანევრირებაში. შესანიშნავ სტილში ასრულებს მიმდინარე წელს!
რუაგნი – 6.5 – მას სიტუაციიდან გამომდინარე მუდმივად უწევს რაღაცის დამტკიცება. ამ შეხვედრაში ალეგრის იმედი სრულად გაამართლა. მან რასაც ჰქვია შეჭამა და გააქრო სამპას ფორვარდები. კარგი და პროდუქტიული იყო.
კიელინი – 7 – ჩვეულ საიმედოობას, სიზუსტეც შემატა.. გინდა მოკლე გადაცემები, გინდა გრძელი ჯორჯონემ ყველას დაანახა თუ რაოდენ კარგ ფორმაში იმყოფება.
ალექს სანდრო – 5.5 – ბოლო მატჩებში აქტიური და ეფექტური იყო.. ამიტომაც დადგა დრო ეს ყველაფერი ოდნავ დაწეულიყო.. მცირე შესვენება ბრაზილიელის შესრულებით.. შეტევაში დიდი ვერაფერი და დაცვაშიც რამდენიმე შეცდომა.
ემრე ჯანი – 5 – ნაყოფიერად იწყებს, მაგრამ რაც დრო გადის უფრო და უფრო ქრება.. აგებს რიგ ბრძოლებს, უშვებს გადაცემებში შეცდომებს და სადღაც იკარგება.. მეორე ტაიმში ცდილობს ფიზიკური სიძლიერის ხარჯზე შეცდომები გადაფაროს, მაგრამ ამისგან არაფერი გამოდის.
პიანიჩი – 6 – მისი მოედანზე ყოფნა გუნდს ეტყობოდა. ატალანტასთან შეხვედრაში თუ შუახაზში იყო ცარიელი ზონები, ამ მატჩში მსგავსი რამ არ შეინიშნებოდა და ეს უკვე კარგია.
მატუიდი – 6.5 – მუდამ “დრაივზე”! გუნდს უქმნის ყველა ზონაში რიცხობრივ უპირატესობას. მატუიდი გუნდისთვის უდაოდ საჭირო ელემენტია.
კოშტა – შეფასების გარეშე.
დიბალა – 6.5 – პაულო რონალდუსთვის მაქსიმუმს აკეთებს. ცდილობს შეუქმნას თავისუფალი და მონახოს გადაცემებით. და არა მარტო მას.. თითოეულ მონაკვეთზე სადაც პრობლემები იბადება, სწორედ პაულო მიდის მათ აღმოსაფხვრელად.
მანჯუკიჩი – 6 – წლის ბოლო ბრძოლა ხორვატი ქილერის შესრულებით. ძალები ნელ-ნელა მიდიოდა და შესვენებამ მასსაც სულზე მოუსწრო.. თუმცა, უკან არასოდეს იხევს.. შეიძლება ამ შეხვედრაში ორჯერ დააგვიანა პოზიციაზე ჩასვლა, მაგრამ ეგ არაფერი.. აღიდგენს ძალებს და ყველაფერი კარგად იქნება.
ბერნარდესკი 69 წუთიდან – 6 – კარგად ჩერთო შეხვედრაში.
რონალდუ – 7.5 – გაქვთ პრობლემები? გინდათ ისინი გადაჭრათ? მაშინ კრიშტიანო რონალდუ თქვენს სამსახურშია! ცივსისხლიანი მოქმედებები და საჭირო ქულების მოტანა. მასთან ერთად არის იღბალიც და შემართებაც.. ერთი სიტყვით საუკეთესო ფეხბურთელის მოქმედებებს წინ ვერაფერი უდგას. პიატეკს მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა..
ალეგრი – 6.5 – უმეტეს ნაწილს იუვე აკონტროლებდა მატჩს, მაგრამ რაღაც ეტაპზე სამპამ ტემპი გაზარდა და ემოციურ ფონზე შეუტია, სწორედ აქ იწყება თავისტკივილი რომელიც მაქს აღმოსაფხვრელი ექნება.
50 გოლი ვერ შეასრულა პირველად 2010 წლის მერეო დაწერს.ჯერ ერთი ნაკრებში გააცდინა თამაშები,მერე იტალიაში გადავიდა და აქ გლების გატანა ესპანეთთან შედარებით რთულია,მესამეც რამდენჯერ არ გაუმართლა.ტაკ შტო რონალდო ჩვეულ დონეზეა და კიდე მოუმატებს.ლიგაზე გადამწყვეტ თამასებში იტყვის თავის სათქმელს
ისე საპონარას გოლს მეკარეს რატო აბრალებენ ))) აუღებელი ბურთი იყო
აბა მეც ეგ ვიფიქრე
იმიტომ აბრალებენ რომ მაგან გააკეთა ძაან არაზუსტი პასი საჯარიმოსთან ახლოს და მაგას მოყვა ეგ გოლი.ეგ იუვეს დონის მეკარესთვის მიუღებელია
აუ ეს ემრე ჯანი არაა რა იუვეს ლეველი გაა*მევინონ არ მევასება….
აი რა მოეწონათ თან რა ხელფასს ტენიან
რონალდომ სასწაულად მოქოქა უკვე მერამდენედ შეაგდო თან ეხლახანს გადმოვიდა. არ აქვს მნშვნელობა ვისთან გააქ ჩემპიონატის შეცვლა არაა ადვილი გადასატანი.
გილოცავთ პირველი წრის წაუგებლად დასრულებას
