ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ განვლილ წელს საუკეთესოდ მიიჩნევს მის კარიერაში

კრიშტიანო რონალდუ განვლილ წელს აფასებს:

“თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 2018 წელი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო.. იტალიაში გადმობარგება სწორი ნაბიჯია, რადგან კალჩომ ახალი ენერგია და ამბიცია შემძინა..

გოლების გატანა მერწმუნეთ ესპანეთშიც არ იყო იოლი, მაგრამ აქ შენ მინიმალურ ადგილსაც კი არ გიტოვებენ.. გიწევს მოცდა, ბრძოლა და კონცენტრირების შენარჩუნება 90 წუთის მანძილზე.. თუ ამ ყველაფერს რაც შეიძლება მალე არ გაითავისებ, მაშინ აქ არაფერი გესაქმება.

ტურინში ყველანი ძალიან თბილად დამხვდნენ.. ჩემთვის რეკორდები არაფერია, მთავარ ასეთ საოცარ კლუბს მოვუტანო წარმატება! დიახ, ლიგის თასი ოცნებაა მაგრამ აკვიატებულ იდეად არ უნდა გადავაქციოთ..

ჯერ კიდევ არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ჩემი პროფესიონალური კარიერა, მაგრამ ვიცი რომ მინდორზე არაერთი წლის მანძილზე მიხილავთ.. არც ის ვიცი რა იქნება მომავალში სპორტინგთან მიმართებაში და დავბრუნდები თუ არა უკანასკნელი სეზონის გასატარებლად.

პორტუგალიის ნაკრების დატოვება 2018 ში სწორი იყო, მაგრამ 2019-ში კვლავინდებურად დავიცავ ნაკრების ღირსებას..

გაუპატიურების ბინძურ ბრალდებაზე განცხადება აქამდეც გავაკეთე.. ეს არის დიდი ცილისწამება, რომელმაც ჩემს ოჯახს რეპუტაცია შეულახა.. ამას არავის არ ვაპატიებთ და სამართლიანობა მალე იზეიმებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x