ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი სატრანსფერო თემებზე საუბრობს

ბიანკონერის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი საინტერესო თემებზე საუბრობს:

“პირველი სურვილი რაც თავში მიტრიალებს არის ის, რომ წლევანდელი სეზონი გასული წლების მსგავსად კარგი გამოდგეს.. იქნება თუ არა უკეთესი ამას დრო გვიჩვენებს.. ფაქტია, ახლა არნახულად ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ფურცლზე ნამდვილად შეუძლია ტრიუმფის მოხდენა.. მაგრამ ეს ფურცლეზე, რეალობაში კი ბევრი მუშაობა გვმართებს.

კრიშტიანო რონალდუმ ბევრი რამ შეცვალა.. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი რომელიც ყველაზე ადრე მოდის საწვრთნელ სესიაზე და ყველაზე ბოლოს ტოვებს მას.. არადა საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე გვაქვს, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერი მოგებული აქვს პირად, საკლუბო და სანაკრებო დონეზე.. ნუთუ ფიქრობთ, რომ თანაკლუბელები მისი შემხედვარე საქმეს სხვაგვარად მოეკიდებიან? მათ სურთ ანალოგიურ საფეხურზე ყოფნა! ეს კი უკვე ცვლილებაა და საკმაოდ დიდი!

რონალდუს შემდეგ გუნდის გაძლიერება რთულია, მაგრამ ფეხბურთი ერთ საფეხურზე არასოდეს ჩერდება.. მეორეს მხრივ მწვრთნელთან კონსულტაციას მუდმივად გავდივართ.. ჩვენ ვიცით, რა მიმართულებით გვმართებს მუშაობა და ბუნებრივია აღებულ ტემპს არ დავადგებთ.

რემზისთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა.. გეტყვით, რომ მას ვაკვირდებით ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე. პირველ რიგში საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც წლებია მაღალ დონეზე ირჯება.. მეორეს მხრივ კონტრაქტი ეწურება და იუვე ასეთ სიტუაციაში დიდ ყურადღებას იჩენს სათანადო დონის მოთამაშეების მიმართ. თუმცა, ის ჯერ არსენალის წევრია და შესაბამისად გასარკვევია ასე იქნება მომავალში თუ არა.. ნუ დაგვავიწყდება ის გარემოებაც, რომ აარონის მიმართ ინტერეს სხვა კლუბებიც იჩენენ.

ბევრი საუბრობს თითქოს მაროტასთან რაღაც სატრანსფერო დერბივით გვაქვს, რაც სრული სისულელეა.. ჩვენს კლუბს აქვს საკუთარი მიზნები, რომელთა რეალიზებას მუდამ ეცდება. ინტერს კი თავისი, ისევე როგორც სხვა დანარჩენ კლუბებს. შესაბამისად არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც სხვადასხვა კლუბის სურვილი ერთმანეთს კვეთს.. ასეა ახლაც.. მაროტას კარგად ვიცნობ და თავისთავად მასაც კარგად მოეხსენება გარკვეულ თემებზე ჩემი შეხედულებები.

ალეგრი? არ მესმის რატომ ჩნდება საუბარი თითქოს იგი გვტოვებს.. ყოველი სეზონის ბოლოს მიდის ხოლმე საუბარი, მაგრამ თავადაც ხედავთ საბოლოო ჯამში როგორ ვითარდება მოვლენები.. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ დღევანდელი გუნდისთვის ალეგრი იდეალური თავკაცია.. კლუბი მას მშვენივრად ერგება და ერთ მიზეზსაც კი ვერ ვხედავ თუ რატომ უნდა შეიცვალოს სიტუაცია.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მაქსიმუმს მოვიმოქმედებთ, რათა არცერთმა მოთამაშემ არ დაგვტოვოს და მათ შორის კინმაც! სეზონი გრძელია და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი გვყავდეს გუნდში.. ძალზედ რთულია ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე გამარჯვებისთვის ბრძოლა.. ამიტომაც არ ვაპირებთ რომელიმე ჩვენს ფეხბურთელთან დამშვიდობებას.

მბაპე? ფანტასტიკის სფეროა.. ვიცი რასაც მეტყვით ამ პასუხზე.. ზოგჯერ ფანტასტიკა რეალობაში გადადის.. დიახ, ეს ასეა მაგრამ არა იანვარში.. აი ივლისში კი როდესაც ტოპ მოთამაშის სახელზე მიდის საუბარი რაიმე პროგნოზი სრული აბსურდია.. ბუნებრივია ამბიციურად ვართ განწყობილი, რადგან დიდი კლუბი ვართ, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაშიც ხომ არ არის..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რამდენი იბაზრა და ბოლო-ბოლო არაფერიც არ იბაზრა))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გილოცავთ ჯუვენტინებო ახალ წელს ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ… პაროლი დამავიწყდა და აღდგენა შეგიძლიათ? :chuvak:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x