ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”იუვე რემზის დამატებას იანვარშივე ეცდება”

იტალიური მედიის მტკიცებით აარონ რემზის ტურინში ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია:

როგორც ტუტოსპორტი იუწყება, ბიანკონერიმ უელსელს 4 წლიანი კონტრაქტი და სეზონში 6.5 მილიონი ევრო შესთავაზეს. იმ შემთხვევში თუ კი ნახევარმცველი 50% მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ ტურინელები მას დამატებით 500 000 ევროს გადაუხდიან.

საგულისხმოა, რომ თუ ეს ციფრი 70%-მდე გაიზრდება, მაშინ ბიანკონერი ზემოდან კიდევ 500 000 გადაურიცხავს შუახაზელს. სტატისტიკის მიხედვით რემზის სეზონში 30 თამაში უგროვდება, მაგრამ 40 თამაში სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკლებად.

ბიანკონერი ბოლო ხანებში აჩქარდა, რადგან დიდი კონკურენცია ისახებოდა ბაიერნის, პსჟ-ს და რეალის მხრიდან..

აქვე ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ტურინს რემზი იმდენად სურს, რომ მზად არის არსენალს 5 მილიონი ევრო შესთავაზოს თუ ლონდონელები უელსელს იანვარშივე დათმობენ.

შეგახსენებთ, რომ რემზის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეცდება, რის გამოც არსენალი მის სანცვლოდ კაპიკსაც ვერ მიიღებს. თუ გავითვალისწინებთ ამ გარემოებას 5 მილიონი გარკვეული შეღავათიც კი იქნება..

3 thoughts on “იტალიური მედია:”იუვე რემზის დამატებას იანვარშივე ეცდება”

  1. Au neta martla daimaton dzaan magari igroki burtianad da uburtod.sivrceebis gaketeba sheudzlua rac juves dzaan chirteba imis ponze ro ronaldo gyvavs da magas sivrce chirdeba rom dados is shedegi rac realshi da remzi zustad is igroki rac juves dzaan chirdeba

  2. კარგი ტრასფერია ეს,ტყუილად არიან სკეპტიკურად განწყობილი.მეცალაზე დადგება ორივე მხარეს.თან ხელფასის ხარჯზე სატრასფერო ღირებულებას მთლიანად ამართლებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.