ტურინელები რომეროს ტრანსფერთან ახლოს არიან
როგორც აპენინურ მედიაში ქვეყნდება ინფორმაცია, ჯენოას არგენტინელ უკანახაზელს კრისტიანო რომეროს კარიერის გაგრძელება მხოლოდ იუვეში სურს:
მხარეები დიდი ხანია უკვე რაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ 20 წლის სამხრეთ ამერიკელის თაობაზე და როგორც ჩანს ტრანსფერი გაოფიციალურებასთან ძალზედ ახლოს არის.
თუ გავითვალისწინებთ ამ ორ კლუბს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობას, რომელსაც ადასტურებს უკვე არაერთი ტრანსფერი, მაშინ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარიგება მართლაც შედგება.
საინტერესო არის უბრალოდ რა თანხის სანაცვლოდ მოირგებს რომერო შავ-თეთრ მაისურს.. გენუელები მას 20-25 მილიონად აფასებენ, თუმცა შესაძლოა თანხა ოდნავ შემცირდეს სტეფანო სტურაროს დამსახურებით.
იტალიელი ნახევარმცველი ნახევარ წლიანი არენდის შემდეგ სპორტინგიდან უკან სამშობლოში ბრუნდება.. იუვეში მისი ადგილი აღარ არის და ამ დროს ასპარეზე ჯენოა გამოდის, რომელსაც მისი დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.
თავის მხრივ არ არის გამორიცხული თუ პარატიჩი რომეროს იანვარშივე გაიფორმებს, მაშინ სეზონის ბოლომდე იგი გენუაში დატოვოს, რაც ჯენოასთვის დიდი შეღავათი იქნება.
ეს ვიღაც კრისტიანო რომეროა თუ რონალდოა გაა*მევინეთ
არ არის ცუდი ფეხბურთელი
ახალი სტურარო ლემანის ნაზავი მგონია

ჰერნანესი,რინკონი,პადოინი,სტურარო
ეხლა ეს
კაი ჯანზე კიარი,ორთაბრძოლებს იგებს ძალიან ხშირად