პარატიჩი წლის სპორტული დირექტორია
კრიშტიანო რონალდუ თუ წლის ფეხბურთელად დაასახელა იმავე Globe Soccer-მა ფაბიო პარატიჩი წლის სპორტულ დირექტორად აღიარა:
“უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს მოპოვებით. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კლუბს, რომელმაც ამ აღიარებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა.
იუვენტუსი ფანტასტიური კლუბია, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია გააჩნია.. შესაბამისად უსაზღვროდ ამაყი, ვარ რომ აქ მუშაობის ბედნიერება მხვდა წილად.
ვფიქრობ, იუვე ახლა საოცარ პერიოდს გადის.. უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენ ხომ არაერთი ჯილდო მოვიგეთ. ჩვენ ძალზედ კონკურენტუარიანი გუნდი შევქმენით, რომელსაც კრიშტიანო რონალდუც მივამატეთ.. შესაბამისად ვალდებულები ვართ ამ გზას გავუყვეთ.”
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, რონალდუს და პარატიჩის გარდა კიდევ ერთი იუვენტინო – ბლეზ მატუიდიც დააჯილდოვეს ნომინაციაში “მოთამაშის კარიერა”.
ვილოცავ,სამივეს
ვაა საღოლ