იუვე ტიმო ვერნერის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
საინტერესო ცნობები ქვეყნდება ერთბაშად გერმანულ და იტალიურ მედიაში:
ტიმო ვერნერი არ აპირებს ლაიპციგთან არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივებას.
გერმანელ ფორვარდს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება, როგორც ავტორიტეტული გამომცემლობა ბილდი გვამცნობს.
ამასობაში ტუტოსპორტი ჯიუტად ამტკიცებს, რომ არსებული ფაქტებიდან გამომდინარე იუვე ვერნერის საფეხბურთო აგენტს დაუკავშირდა და პირად კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.
მოსალოდნელია, რომ მხარეები ერთმანეთს დაახლოებით 1-2 კვირაში მილანში შეხვდებიან, სადაც პარატიჩი ტიმოს მოთხოვნებს გაეცნობა.
ეს სულ მინდოდა იუვეში. მიდი პარატიჩ ჩაუდე მაროტა გამყიდველს
კარგი იქნება