ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალფრედო პედულა რომეროს ტრანსფერზე

პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა დეტალურად გვატყობინებს კრისტიან რომეროს ტრანსფერის მიმართ არსებულ სიტუაციას:

იუვენტუსი სრულად აკონტროლებს კრისტიანის ტრანსფერს.. პრეციოზისთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში მოხდება, სადაც საბოლოოდ გადაწყდება მისი მომავალი..

საქმე იმაში არ დგას თუ რომელი კლუბია მომგებიან სიტუაციაში, რადგან ასეთი მხოლოდ იუვეა.. მას უკვე შეთანხმებული აქვს გენუელებთან სატრანსფერო ღირებულება – ტურინს არგენტინელი უკანახაზელი 20 მილიონი დაუჯდება..

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ არის ვადები.. თუ როდის უნდა შეუერთდეს რომერო იუვეს.. მოხდება თუ არა ეს იანვარში? ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მას ახლა სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება..

იუვე მცველით დიდი ხანია ინტერესდება, მაგრამ საბოლოოდ მას შემდეგ მოიხიბლა როდესაც სამხრეთ ამერიკელმა იუვეს წინააღმდეგ იასპარეზა.

კარგით და მაშინ როდის, ზაფხულში? არ არის გამორიცხული პარატიჩიმ რომერო ჯენოაში მომავალი სეზონიც სრულად გენუაში დატოვოს..

სხვათაშორის ტურინში გადაბარგება თავად ფეხბურთელის ნება სურვილი იყო.. მას არცერთი სხვა გუნდის წინადადების მოსმენა არ სურდა..

შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ ამ ტრანსფერში სტურაროს ჩართვაც? ნაკლებად მოსალოდნელია.. სტეფანოს საკითხი ცალკე გადაწყდება და მას არენდა – გამოსყიდვის უფლება ექნება.. თანხა ჯერჯერობით უცნობია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ვნახოთ თუ გადმოვა როგორ ითამაშაბს იუვეში

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x