ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამპა აუდეროს გამოისყიდის, მაგრამ..

ემილ აუდეროს უკვე ამ ეტაპზევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ:

პრინციპში ამ ეტაპზე უწინასწარმეტყველებენ არასწორი ფორმულირებაა, რადგან მასში დიდ ტალანტს ჯერ კიდევ მაშინ ხედავდნენ, როდესაც ნიჭიერი კარის დარაჯი სერია ბ-ში ვენეციას ღირსებას იცავდა..

ტურინში მას განსაკუთრებულად აფასებენ და შანს აუცილებლად მისცემენ, თუმცა როდის? საქმე იმაშია, რომ ახლა აუდერო არენდით სამპას ღირსებას იცავს და მასში გენუელებმა 1 მილიონი ევრო გადაიხადეს..

უკვე ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფერერო ემილიოს აუცილებლად გამოისყიდის რომელიც სულ რაღაც 11 მილიონი დაუჯდება.. ეს ტრაგედია იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ კი პარატიჩი კონტრაქტში კონტრ გამოსყიდვას არ ჩადებდა..

ბუნებრივია ასეთი შეცდომა იუვეს მესვეურებს არ დაუშვიათ და იუვეს 21 წლის მეკარის დაბრუნება სულ რაღაც 15 მილიონად შეეძლებათ..

ინდონეზიელი წარმოშობის, მაგრამ იტალიაში დაბადებული და იტალიური პასპორტის მქონე მეკარე თავადაც არ მალავს სურვილს, რომ ერთ მშევნიერ დღეს მიეცემა იუვენტუსის კარის დაცვის საშუალება და იგი მაქსიმალურად ეცდება შანსის გამოყენებას

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მართლა ბევრი მაგარი მეკარე მოდის ეხლა იტალიაში. თან სულ ახალგაზრდები. სხვა პოზიციების რა გითხრათ…(

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დათო ჯიშკარიანი—ძმა რა მაინტერესებს იცი დღევანდელ იტალიურ პრესაში იწერება იუვეს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლებაო მაროტას ადგილს დაიკავებსო ვიღაც მატია ბინოტო ფერარიში მუშაობდა შეფად და იქედან მოდისო დღესააქვს შეხვედრა ანიელისთანო და პარატიჩი გენ დირექტორად არ დანიშნეს???თუ ისევ სპორტული დირექტორია და უბრალოდ მოხდა მისი უფლებამოსილების გაზრდა??? http://jufc.ru/news.php?readmore=30260

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

მართლა კარგად დგას,იმედია გააგრძელებს პროგრესს

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x