ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურო იკარდი – საგა რომელიც გრძელდება

მაურო იკარდის გარშემო ბევრი მითქმა მოთქმაა:

უკვე არაერთხელ გაჟღერდა ცნობები, რომ მაუროს და ინტერის მესვეურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ნეგატიური კუთხით ვითარდება.

საქმე იმაშია, რომ ინტერის ამჟმინდელი კაპიტანი ვერაფრით ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას ნერიაძურის უფროსობასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე..

მაუროს და მისი მეუღლის ვანდა ნარას მიზანია იკარდის ანაზღაურება 10 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, რაც ამ ეტაპზე პრობლემატურად გამოიყურება.

უკანასკნელი ცნობებით არგენტინელს 7.5 მილიონი შესთავაზეს წელიწადში ყოველგვარი ბონუსის გარეშე. ჯერჯერობით მათი პასუხი უცნობია და სწორედ აქ შეიძლება დაიწყოს იტალიური სამეფო კარის თამაშები.

იკარდის მიმართ ინტერეს იუვენტუსი უკვე დიდი ხანია იჩენს და არაერთი წყაროდან არის ეს ყოველივე დადასტურებული. კულუარული ცნობებით პარატიჩი გუშინ მილანში ვანდა ნარას შეხვდა და შესაძლო ტრანსფერზე ისევ ესაუბრა..

ბიანკონერი მზად არის დაუკმაყოფილოს მას 10 მილიონიანი მოთხოვნა წლიურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ ბონუსად 9 ნომრიანი მაისურიც გადასცეს..

საგულისხმოა, რომ იკარდი უშუალოდ ალეგრის მოთხოვნაა და როგორც ირკვევა ტოსკანელს მისი ტურინში მოსვლის წამიდან სურს თავდასხმის ხაზში სწორედ მაუროს ხილვა.

9 thoughts on “მაურო იკარდი – საგა რომელიც გრძელდება

  1. შესაძლოა ტრანსფერზეც ელაპარაკა??)
    აბა რაზე სალაპარაკოდ ხვდება პარატიჩი ვანდას ამ გაგანია ზამთარს.)

  2. აუ ეს მოვიდეს მართლა ნეტააა. მაგარი თესლა იგროკია. მიუხედავად იმისააა მერდაა იუვეში გააშავთეთრებენ.

  3. 1 % არ არის სწორი.მინიმუმ 150 მილიონი ღირს.და მინიმუმ 15 მილიონი უნდა ხელფასი.რეალში წავა ალბათ.სანამ რონალდო გვყავს არ მოვა იუვეში ტოპ თავდამსხმელი(მერე მბაპე მოვა იმედია)ნახევარდაცვაში გვჭირდება რეზონანსული იგროკი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.