ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურო იკარდი – საგა რომელიც გრძელდება

მაურო იკარდის გარშემო ბევრი მითქმა მოთქმაა:

უკვე არაერთხელ გაჟღერდა ცნობები, რომ მაუროს და ინტერის მესვეურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ნეგატიური კუთხით ვითარდება.

საქმე იმაშია, რომ ინტერის ამჟმინდელი კაპიტანი ვერაფრით ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას ნერიაძურის უფროსობასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე..

მაუროს და მისი მეუღლის ვანდა ნარას მიზანია იკარდის ანაზღაურება 10 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, რაც ამ ეტაპზე პრობლემატურად გამოიყურება.

უკანასკნელი ცნობებით არგენტინელს 7.5 მილიონი შესთავაზეს წელიწადში ყოველგვარი ბონუსის გარეშე. ჯერჯერობით მათი პასუხი უცნობია და სწორედ აქ შეიძლება დაიწყოს იტალიური სამეფო კარის თამაშები.

იკარდის მიმართ ინტერეს იუვენტუსი უკვე დიდი ხანია იჩენს და არაერთი წყაროდან არის ეს ყოველივე დადასტურებული. კულუარული ცნობებით პარატიჩი გუშინ მილანში ვანდა ნარას შეხვდა და შესაძლო ტრანსფერზე ისევ ესაუბრა..

ბიანკონერი მზად არის დაუკმაყოფილოს მას 10 მილიონიანი მოთხოვნა წლიურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ ბონუსად 9 ნომრიანი მაისურიც გადასცეს..

საგულისხმოა, რომ იკარდი უშუალოდ ალეგრის მოთხოვნაა და როგორც ირკვევა ტოსკანელს მისი ტურინში მოსვლის წამიდან სურს თავდასხმის ხაზში სწორედ მაუროს ხილვა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

შესაძლოა ტრანსფერზეც ელაპარაკა??)
აბა რაზე სალაპარაკოდ ხვდება პარატიჩი ვანდას ამ გაგანია ზამთარს.)

dato777
dato777
5 years ago

იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონია და 150 როგორ ღირს?

Bzz
Bzz
5 years ago

Ar evaseba tips arc juve da arc ronaldo magis cols kide vabshe guli ereva oriveze ponti araa eg gaxmovides

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  Bzz

სამაგიეროდ ფული უყვარს ვანდას ბაბა ფული…

ჯორჯი
ჯორჯი
5 years ago

ნეტავ ეს მოხდებოდეს!!!

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეს თუ მართლა გაყიდეს, ინტერში ტვინი არ ქონია არავის))

ვეგა
ვეგა
5 years ago

აუ ეს მოვიდეს მართლა ნეტააა. მაგარი თესლა იგროკია. მიუხედავად იმისააა მერდაა იუვეში გააშავთეთრებენ.

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ოოო იკარდი ინტერის მოთამაშე ცოტა ფანტასტიკია

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

1 % არ არის სწორი.მინიმუმ 150 მილიონი ღირს.და მინიმუმ 15 მილიონი უნდა ხელფასი.რეალში წავა ალბათ.სანამ რონალდო გვყავს არ მოვა იუვეში ტოპ თავდამსხმელი(მერე მბაპე მოვა იმედია)ნახევარდაცვაში გვჭირდება რეზონანსული იგროკი

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x