მანჯუკიჩს პრობლემები აქვს
გრძელდება მზადება ბოლონიასთან მოახლოებული მატჩისთვის:
კონტინასას საწვრთნელ ბაზაზე მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს, თუმცა დღეს საკმაოდ არასასიამოვნო ცნობები გავრცელდა.
მარიო მანჯუკიჩს მარცხენა ბარძაყის არეში აქვს პრობლემები.. ხორვატი სრულად გადიოდა საწვრთნელ სესიას, თუმცა მისი დასრულება ვერ მოახერხა, რადგან დისკომფორტი იგრძნო და პერსონალმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ არ დააყენა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, ხვალ ხორვატი სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც დადგინდება რაოდენ სერიოზულია მისი დაზიანება.. ამიტომ ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა სუპერ მარიო ბოლონიასთან სათასო დაპირისპირებაში ასპარეზობას.
უფრო ხშირად უნდა დაასვენოს მანჯუკიჩი, გადამწყვეტ თამაშებში მაგარია და უნდა შეინახოს. წინ რონალდო დიბალა და ბერნარდესკი/კოშტა უნდა ათამაშოს.
ოოო ეგ არ არის კარგი ამბავი
იმენა გადაწვეს კაცი არ ამოასუნთქეს რა