ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც ტუტოიუვემ გამოაქვეყნა:

შესნი – 6 – გამოსვლებზე საიმედოა და სხვა მხრივ რომ ვთქვათ ბევრი საქმე ჰქონდაო მოგატყუებთ.

დე შილიო – 5.5 – მისი ყველაზე სუსტი ასპარეზობა წლევანდელ სეზონში.. რამდენიმე უხეში შეცდომა გადაცემების დროს.. პოზიციურადაც არ იდგა სათანადო დონეზე..

ბონუჩი – 6 – შეჭამა დესტრო.. სამართლიანობისთვის ითქვას, მატია ახლა ისეთ ფორმაში დიდი მონდომება ამ ყველაფერს არ ესაჭიროებოდა.

კიელინი – 6.5 – სასტარტოში ბენატია უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიელინი ვიხილეთ მთელი მატჩის მანძილზე.. მან კი ტურინელ ქომაგებს დამატებით სიმშვიდე მოგვარა.. დიახ, ჯორჯო უშეცდომო იყო და მის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს ვერ გახდა.

სპინაცოლა – 6.5 – ფენომენალური დაბრუნება! არაერთი კილომეტრი დაფარა.. დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ პარტნიორებს დიდ დახმარებას უწევდა შემტევ კომბინირებაში. ალეგრის მისი სახით დამატებითი ჯოკერი გაუჩნდა.

ემრე ჯანი – 6 – ბრძოლას არ დავუკარგავთ.. მისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე ეს ფაქტია.. არ დავივიწყოთ ასევე ბურთის კონტროლი იუვეს სასარგებლოდ და ფაქტიურად უბურთოდ დარჩენილი მეტოქე.. მეორეს მხრივ თავად შემტევი კუთხით საკუთარი გუნდისთვის სახეირო არაფერი გაუკეთებია.

ხედირა – 6 – ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით. კეტავს საკუთარ ზონას და პერიოდულად მიიწევს წინ პოზიციურ შეტევაში პარტნიორებისთვის სივრცის შესაქმნელად.

პიანიჩი – 6.5 – ამ შეხვედრაში ბოლონიამ ბუნებრივია ბევრი ტაქტიკური და პოზიციური შეცდომა დაუშვა.. ერთ-ერთი ასეთი დაუდევრობა იყო პიანიჩისთვის თავისუფლად ყოფნის საშუალება, რაც ბოსნიელმა კარგად გამოიყენა.. იგი დირიჟორობდა გუნდის თამაშს.. დაბალი ტემპი, მაღალი ტემპი, მოკლე გადაცემა თუ გრძელი გადაცემა.. დიახ, ბოსნიელი მართლაც კარგი იყო ამ საღამოს.

კოშტა – 6.5 – ის რაც მან საწყის წუთებში ბოლონიას დამართა იყო სრულიად მოულოდნელი მეტოქისთვის.. მათ არ იცოდნენ რა უნდა მოემოქმედათ ბრაზილიელის წინააღმდეგ.. მისდა სამწუხაროდ მეორე ტაიმში იგი ნელ-ნელა გაქრა და მაქსმა მატჩის დასრულებამდე გადაწყვიტა დუგლასის შეცვლა.

კინი – 7 – ახალგაზრდა ფორვარდი, რომელიც წლევანდელ სეზონში კონკურენციის პირობებში, ძალზედ იშვიათად ჩნდება მინდორზე, გამოდის და კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ მას დიდი მომავალი აქვს. მზად არის პარტნიორებს დაეხმაროს, შექმნას სივრცე და არც თავად იხევს უკან სოლო რეიდზე წავიდეს. გოლმა მისი თამაში კიდევ უფრო პოზიტიური გახადა.

ბერნარდესკი – 6.5 – გოლი რომ დავივიწყოთ, უნდა შევხედოთ მის გადაადგილებებს და მოქმედებს ნახევარდაცვასა და თავდასხმის ზონებს შორის. გარკვეულწილად მისი მოქმედებები წააგავდა დიბალას როლს რომელიც წლევანდელ სეზონში მაქსმა შეურჩია.. იზრდება და პროგრესირებს..

ალეგრი – 7 – მას სურდა გაეგო თუ როგორ ფორმაში არიან ისინი, ვინც ცოტას ასპარეზობდნენ.. დიახ, მან ეს უკვე გაიგო.. სურდა რომ მინიმალური ძალებით მიეღწია წარმატებისთვის? დიახ, მან ამას მიაღწია! 2019 წელი პოზიტიურად იწყება და ახლა დროა სუპერ თასისთვის მოამზადოს გუნდი..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

რა იყო რამდენი 6 რა უბედურებაა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x