ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”სპინაცოლა გუნდში რჩება”

ალეგრიმ ჟურნალისტებთან საუბარში ფეხბურთელები წარმატებული თამაშის შემდეგ შეაქო:

“ვიცი, რომ პირველ კითხვას სპინაცოლაზე დამისვავთ და ამიტომ პირდაპირ გეტყვით ყველაფერს.. ლეონარდოს ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა მძიმე ტრავმის გამო, მაგრამ მან დღეს ყველას დაგვანახა რომ სრულმზადყოფნაში იმყოფება..

ნამდვილად არ გამკვირვებია მისი საიმედო თამაში, რადგან იგი მნიშვნელოვანი წევრია ჩვენი გუნდისთვის.. ეს რომ ასე არ ყოფილიყო მერწმუნეთ სპინაცოლა აქ ახლა არ იქნებოდა.. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი ჩვენთან რჩება.. თუნდაც, იმიტომ რომ კუადრადო ტრავმირებულია და რომც არ იყოს არაა გამორიცხული იგი სხვა პოზიციებზეც მომესინჯა..

კინის თამაშითაც კმაყოფილი დავრჩი. იგი კარგად გაადგილდებოდა და ბურთს მშვენივრად იჭერდა.. ცდილობდა პარტნიორებისთვის სივრცის შექმნას და როცა საჭირო გახდა მნიშვნელოვანი ბურთიც გაიტანა. მას ყველაფერი წინ აქვს.

ბერნარდესკისთვის დღეს ოდნავ განსხვავებული დავალება მქონდა მიცემული.. იგი უფრო მეტად სიღრმიდან თამაშობდა და კარგი ფიზიკურ/ფსიქოლოგიური კონდიციების დემონსტრირება მოახდინა. რთულია როდესაც ტრავმა არ გაძლევს სტაბილურად შესაძლებლობების გამოყენებას, მაგრამ ახლა იგი ფორმაშია!

უშუალოდ თამაშზე კი გეტყვით, რომ ბოლონიასგან ბევრ პრობლემებს ველოდით და თუ ეს ასე არ მოხდა, მადლობა ჩემს გუნდს უნდა გადავუხადო.. შეტევას რომ თავი დავანებოთ ამ საღამოს დაცვითი თვალსაზრისით მინიმალური შეცდომები დავუშვით და ეს პოზიტიური ფაქტია.

ბენატია? მას ძველი ტრავმის რეციდივი აღმოაჩნდა და ამიტომაც არ გავრისკეთ.. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ მოგვიანებით შეფასდება.

ნახევარდაცვა? საბოლოო ჯამში კმაყოფლი ვარ.. პიანიჩი თავისუფლად მოქმედებდა და ეს ძირითადათ მისი პარტნიორების დამსახურება იყო.. კი კარგი იქნებოდა ბურთს რიგ ეპიზოდებში მეტად გავფრთხილებოდით, მაგრამ ეს სამომავლოდ გამოგვადგება შეცდომების გამოსასწორებლად”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ასე მგონია ალეგრის კრიტიკით ზოგი ან პახმელიიდან გამოდის ან სტრესს იქარვებს. ალეგრიმ ვერ გაიგო დიბალა რომ 10 არ არისო , ესეიგი საფეხბურთო დუნია იმის მიხედვით უნდა გადაეწყოს თუ რას იტყვის ლექსო ან რეალისტი. ისკოს რომ რეალში ყველა მწვრთნელი ჩაგრავს ესეიგი რაღაც არის მიზეზი თორემ იმიტომ ხომ არ იჯდებოდა სკამზე რეალისტს და ლექსოს რომ სურს?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:lool: :lool: :lool: :up: :up: :up:

vaxo19
მაკელელე
5 years ago

არ ვიცი რა იკნება შემდეგ სეზონში, ზიდანი და ბამპე თუ დონადონი და დესტრო მაგრამ წელს ლიგა ძალზედ ახლო მეჩვენება :juvee: :juvee: :chuvak: :chuvak: :forza: :forza: :forza:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ყველაზე წარმატებული პროექტის ნაწილია და გამარჯვებას ასე აღწევს.წავა წელს და ვნახოთ როგორი წარმატებული იქნება ისეთ პროექტში სადაც მისი დასალაგებელი იქნება ყველა საკითხი მოედანზე.იდეალური მენეჯმენტის პირობებში და უკონკურენტო გარემოშია (სერიალში)სხვა კონკრეტული დამსახურება პერსონალურად მისი მე ძნელად მახსენდება.ლიგის პლეიოფებში კოკრეტული ფეხბურთელების კლასმა უფრო გაგვიყვანა ვიდრე ამისმა შემოქმედებამ.სადაც მწვრთნელი იყო საჭირო ანუ კლასით უფრო ძლიერთან ყველგან დავმარცხდით

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

რა დასაბუთება ჭირდება,სერიალის მოგების გამო გაქვს მარტო სხვა აზრი?იტალია ევროპის ვიცე ჩემპიონი რომ არის 2012 წლის ვინმე ამას დამსახურებაად თვლის?რა კავშირიაო გაგიკვირდება ალბათ.იუვე რომ ფინალს უშანსოდ აგებს და უპირობო აუტსაიდერივით იქ მოხვედრა ვერანაირ დამსახურებად ვერ ჩაითვლება.კლავს ფეხბურთს,მშიშარაა.სხვანაირად ორი ბურთის სხვაობით რომ იგებ არ უნდა გამოვარდე.არ შეიძლება მწვრთნელი ყოველ წრლს ცვლიდეს ტაქტიკას და მარტო იმიტომ რომ ტენდენციებს მისდევს.ხელწრა არააქვს საკუთარი,ფეხბურთელებს ვერ ხსნის.მებრძოლები ურჩევნია შემოქმედებს.დიბალა რომ გამთამაშებელი არაა ვერ გაიგო სამი წელია.უამრავი მიზეზი არის რატომაც ალეგრი არასდროს იქნება ტოპ მწვრთნელი

5 years ago

წლებია სულ ალეგრის კრიტიკა მესმის და ერთი ადამიანისგანაც ვერ მოვისმინე დასაბუთებული აზრი თუ რატომაა ბანძი მწვრთნელი :blin: :blin: :blin:

paulo 10
paulo 10
5 years ago

ალეგრი მაგარი ფრთხილი ტრენერია

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

სათამაშო ტონუსში რო იყვნენ სუპერთასისთვის, ალბათ მაგიტომ შემოიყვანა რონი და დიბალა. მარა ზოგადად უკვე ძაან მომბეზრდა ამის ჭადრაკი რაა. ვითომ რაღაც სიახლეებს ეძებს და მგონი თვითონაც არ იცის რას აკეთებს და იხლართება მაგ თავის “გენიოსურ” ტაქტიკებში

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ისე ნექსუსი სად დაგვეკარგა ხომ მშვიდობა აქ?

lasha naxucrishvili
5 years ago

მართლა რა ცვლილებებს აკეთებს ხანდახან ვგიჟდები ხოლმე
იმიტო გადიან მოედნიდან უკმაყოფილოები.ათასში ერთხელ ათამაშებ დააცადე რა ნუ დაგლას კოტა ხო საერთოდ დაალპო და გააფუჭა.

paulo 10
paulo 10
5 years ago

აუ ერთი სული მაქ როდის დავეჟახებით ატლეტიკოს :forza: :forza: :forza: :forza:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ამის ქინძობებს მხოლოდ ეს თუ გაიგებს. იტალიის თასია ათამაშებ კინს სეზონში პირველად. გაიტანა გოლი და ცვლი. რისთვის დაცვას ამაგრებ ბოლონოა თავზე გაზის თუ რისთვის? ბავშვს საუკუნეა არ უთამაშია და აცალე რა ბოლომდე. მაგრამ არა ეა იტალიაა ახალგაზრდას 7-0 ზეც ვერ ენდობიან. და მერე თუწასვლა მოუნდება რა ვქნათ ხელს ხომ ვერ შევუშლითო.

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

მართალი ხარ 100 ით

dato777
dato777
5 years ago

არ ხარ მართალი ძამია

ვეგა
ვეგა
5 years ago
Reply to  dato777

თქვენ ასიანი ალეგრის აგენტები ხართ ისე კარგად გესმით თუ რატო აკეთებს მსგავს ზამენებს. რამდენს გიხდის ალეგრი ძამა? :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

dato777
dato777
5 years ago
Reply to  ვეგა

მე მეკითხები?

ვეგა
ვეგა
5 years ago
Reply to  dato777

არა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

არ გეთანხმები ძმა და გეტყვი რატომ. ზამთრის შესვენება იყო ათამაშა ის ვისაც არ უწევს თამაში და ცვლილებები ისეთი გააკეთა რო ყველა ჭამყვანი შემოიყვანა რო მინიმუმ ფორმა ენახა ან ტონუსში იყვნენ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისცინებელი

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ალეგრი კაარგია წელი გამარჯვებით რო დაიწყეთ

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x