ალექს სანდრო მოახლოებულ სუპერ თასსზე
ალექს სანდრო მოახლოებულ იტალიის სუპერ თასსზე საუბრობს, სადაც მისი გუნდი მილანს დაუპირისპირდება:
“ფინალი განსხვავებულ ატმოსფეროს აფრქვევს. ეს არის ერთი კონკრეტული დაპირისპირება, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.. შენ შეიძლება არ იმყოფები იდეალურ კონდიციებში, თუმცა 90 წუთის მანძილზე იპოვო საკუთარ თავში საჭირო ძალა წარმატების მისაღწევად.
ჯიდეში თამაშის გამოცდილება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მივიღე.. აქ ბუნებრივია განსხვავებული ფან მიდგომა გააჩნიათ, თუმცა გარემო კარგი საფეხბურთო დაპირისპირებისთვის იდეალურია.
იგუაინი? ვიცი რომ გონსალოს ჩვენს წინააღმდეგ სუპერ თამაშის ჩვენება სწყურია. მეორეს მხრივ მის გარდა როსონერის რიგებში არაერთი კარგი ფიგურა ირჯება და მათაც სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ.
რასიზმი სტადიონებზე? პორტუგალიაშიც და იტალიაში უკვე შემემთხვა ასეთი ფაქტები.. ბუნებრივია ეს არ არის სასიამოვნო, თუმცა პროფესიონალმა ყველაფერი უნდა აიტანო. სიმართლე გითხრათ ასეთი ადამიანები მეცოდებიან.
ჩემპიონთა ლიგა რომ ჩვენი მიზანი და ოცნებაა ამაზე ყველა ჩვენთაგანი საუბრობს ხელსაყრელ დროს.. მისთვის მაქსიმუმს ვიზამთ.”
მოუმატე რა კაცურად,ძალიან მინდა ამ იუვემ გაგვახაროს ყველა.მივიდეთ მთავარ მიზნამდე და ხუთი წელი საერთოდ არ ვუყურებ ფეხბურტს.ზალიან მინდა ლიგის თასი
ბაზარიარაა, მართლა ვიმსახურებთ უკვე წელს თუ ვერ მომავალ წელს მჯერა გავიმარჯვებთ…