რემზიმ სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა
იტალიური მედიის მტკიცებით აარონ რემზიმ სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა:
ფეხბურთელი ლონდონში ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებას ეწვია სადაც იუვენტუსის ექიმების თანდასწრებით გარკვეული ტესტები გაიარა.
მოსალოდნელია, რომ მისი აგენტი პარატიჩის ტურინში უახლოეს დღეებში შეხვდება და კონტრაქტთან დაკავშირებულ მცირე დეტალებს საბოლოოდ შეათანხმებს.
ამის შემდეგ უკვე თავად რემზი ჩაფრინდება ტურინში სადაც J Medical-ში გაივლის საბოლოო შემოწმებას.
ეხლა მოდის ეს კაცი თუ ზაფხულზეა ბაზარი? ვეღარ გავიგე)
საჭირო ფეხბურთელია. წინ შერბენა უყვარს და დამატებით ადგილს ათავისუფლებს. ეს ჭირდება რონალდუსაც რომელსაც თავისუფალი სივრცე აკლია
ძალიანაც კარგი,მე კარგი გარიგება მგონია.