ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

სუპერ თასის წინ მაქს ალეგრი ჟურნალისტებს გაესაუბრა და გარკვეული კარტებიც გახსნა:

“ბუნებრივია მანჯუკიჩის არყოფნაში გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. მის ნაცვლად, წინა ხაზში რონალდუს და დიბალას კოშტა ან ბერნარდესკი დაეხმარებიან. როგორი იქნება მათი დავალება ამას უკვე ხვალ შეიტყობთ..

ძნელია იმის თქმა თუ რატომ წავაგეთ წინა სუპერ თასის მატჩები, თუმცა პენალტების სერია ლატარეაა რომელიც ნებისმიერმა შეიძლება მოიგოს.. მთავარია ამ დაპირისპირებაში საქმეს მეტი ცივსისხლიანობით მივუდგეთ.

ჩვენი მთავარი მიზანია საქმე ძირითად 90 წუთშივე გადავწყვიტოთ და ზედმეტად არ გავირთულოთ მდგომარეობა.

არის თუ არა ეს შანსი რომ რონალდუმ პირველი ტურინული ჯილდო მოიპოვოს? ყველაფერი წინ არის.. მას უყვარს გადამწყვეტ შეხვედრებში საკუთარი სიტყვის თქმა.. მან ხომ უკანასკნელი 5 ლიგიდან 4-ში მიაღწიას წარმატებას.. ის ჩვენი გუნდისთვის დამატებითი ბონუსია, რომელიც ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება სკუდეტოს, იგი ისეთივე მიზანია როგორც იტალიის და ჩემპიონთა ლიგის თასები.. სეზონის ბოლოს გვსურს ყველა შესაძლო ჯილდო გვქონდეს მოგებული.. სწორედ ამ მიზნისთვის ვშრომობთ დღედაღამ..

იუვენტუსის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო წარმოადგენს პატივისცემას ოპონენტის მიმართ.. ეს რომ ასე არ იყოს მერწმუნეთ ამდენ შეხვედრაში გამარჯვებას ვერ მივაღწევდით. ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ თავი და როგორ უნდა შევუტიოთ, რომ მეტოქის ზღუდეები ეფექტურად გავარღვიოთ.

როდესაც რეალთან მატჩს მახსენებენ, მთავარი ავიწყდებათ.. იქ სწორედ იმიტომ წავაგეთ, რომ დაცვაში ცუდად გამოვიყურებოდით.. ვფიქრობ, ყველანი დარწმუნდნენ, რომ უკანა ხაზში თუ ყველაფერი იდეალურთან ახლოს არ გაქვს სიტუაცია, იფიქრო რაიმე დიდი ჯილდოს მოგებაზე არის უტოპია.

შესაბამისად, თუ ხვალ არ გვექნება პატივისცემა მილანის მიმართ და დაცვაშიც შესაბამის დონეზე არ ვიდგებით, მაშინ მეეჭვება ამ შეხვედრაში რაიმე ხეირს გამოვკრათ ხელი.

რემზი? ამ თემაზე არ მსურს საუბარი. იგი არის არსენალის ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი აკავშირებს კიდევ რამდენიმე თვით ლონდონურ კლუბთან.. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე განხილვა დავიწყო სხვა გუნდის რომელიმე წევრზე”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x