მარკიზიო:”ეს წელი იუვენტუსის უნდა გახდეს”
კლაუდიო მარკიზიოს მოსაზრებით მიმდინარე წელი იუვენტუსისთვის ტრიუმფალური უნდა გახდეს:
“სუპერ თასი ერთ რაუნდიანი დაპირისპირებაა, რომელიც მის მოპოვებას უფრო რთულს გახდის.. სამწუხაროდ ცუდი გამოცდილებაც გაგვაჩნია, როდესაც ვერ მოვახერხეთ ფინალში წარმატების მიღწევა იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც ნაკლები შანსები ჰქონდათ თავდაპირველი შეფასებებით.
იმედი მაქვს მიმდინარე სეზონში იუვე სხვა ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლება! ეს იქნება იდეალური დასასრული იმ ფანტასტიკური ციკლის, რომელიც პირველი მოპოვებული სკუდეტოდან დაიწყო.. აქ ჯერ კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებმაც იციან მისი გემო..
ჩემი აზრით მათ ეს დაიმსახურეს.. იმ შრომის შედეგად რასაც კლუბი წლიდან წლამდე წევს ეს სრულიად დამსახურებული მიღწევა იქნება. ყველაფერთან ერთად გასულ სეზონებთან შედარებით, წელს ამის ყველა წინაპირობა არსებობს.
რასიზმი ყველგან პრობლემაა.. უბრალოდ ასეთ იდიოტ ადამიანებს, რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ უფრო კარგი იქნება. მე ძალიან კარგად მესმის ყველა იმ არა იტალიელი მოთამაშის, რომლებიც სერია ა-ში ასპარეზობენ..”
ჩვენი საოცარი პრინცი