ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი რონალდუზე და საკუთარ მომავალზე..

ბიანკონერის კაპიტანი ჯორჯო კიელინი საკუთარ მომავალზე და პორტუგალიელ შემტევზე:

როდესაც მომავალზე მეკითხებიან კონკრეტული პასუხი არ გამაჩნია.. შენ გაქვს სურვილი, რომ შეუჩერებლივ იასპარეზო მაგრამ წლებს თავისი მიაქვთ..

შესაბამისად, თამამად შემიძლია გითხრათ რომ მორალური კუთხით ბუცების ლურსმანზე ჩამოსაკიდებლად მზად ვარ.. ბუნებრივია კარიერის დასრულება ტურინულ გრანდში მსურს..

რაც შეეხება რონალდუს.. მან ჩვენს კარში არაერთი ბურთი გაიტანა, რითაც იუვენტუსის და პირადად ჩემს მიზნებს ცივი წყალი გადაასხა.. საუბარი მაქვს კარდიფზე, ტურინზე, მადრიდზე.. ამ ქალაქებში გამართულ დაპირისპირებებზე..

თუმცა, გადმოვიდა თუ არა პორტუგალიელი ჩვენს რიგებში, ოცნება კონკრეტული და მკაფიო მიზნით შეიცვალა. ვფიქრობ, მასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია სანუკვარი მიზნის შინ წამოღება.

პირადად ჩემთვის, იგი ასოცირდება მიზანდასახულ ადამიანთან, რომელიც მუდამ მზად არის საბრძოლველად და სანამ წარმატებას არ მიაღწევს, იქამდე არ შეჩერდება”.

11 thoughts on “კიელინი რონალდუზე და საკუთარ მომავალზე..

  1. ორისვეს ქონდა ჩავარდნა,თან იფიქრეთ ძმებო როგორც გინდათ მე ვინმეს ვეკამათები ალეგრი რატომ მოსწონს?!გამარჯვებულის მოწონება ადვილია ყოველთვის.იგებს და ცოტა მიზეზია კრიტიკისთვის.მე მაქვს ასეთი შეგრძნება რომ გუნდი მეტია ვიდრე ეს მწრთნელი,ანუ მეტს იმსახურებს.თუნდაც უკეთესი იდეებით გამოუცდელი იყოს.ზიდანიც ასეთი იყო.არავინ დაობს ალბათ რომ ვენგერი კარგი სპეციალისტი იყო ,მაგრამ ჩემთვის ტოპი არასდროს ყოფილა.აი რარაც ასეტია ალეგრი იმარჯვებს მაგრამ უფრო სხვა ფაქტორების ხარჯზე.

    1. აჰა ანუ რომ მოვუგეთ მაშინ ჩავარდნა ქონდათ, კარგი რა ლექსო აშკარად გესმის ფეხბურთი მაგრამ ალეგრიზე საუბრის დროს ძალიან ცდები რეალობას

    2. საქმეც ეგაა თუ შენთვის ვენგერი ტოპი არ ყოფილა ეს მხოლოდ შენი სუბიექტური შეხედულებაა და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან რადგან რეალურად ვენგერი ნამდვილად იყო ტოპ დონის მწვრთნელი რაც შეეხება ალეგრის სხვა ფაქტორების ხარჯზე კი არა ტოპ მწვრთნელი რომაა სწორედ მაგის ხარჯზე იმარჯვებს ზიდანთან დაკავშირებით ვაბშე განსხვავებული სიტუაცია იყო დახვდა ძლიერი გუნდი ძლიერი სკამით ალეგრისგან განსხვავებით ზიდანს ყოველ წელს გუნდის თავიდან აწყობა არ უწევდა მადრიდში განმეორებით მატჩში სადმე ჩანდა ზიდანის უკეთესი იდეები? ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს იუვეს და მე ნამდვილად ვერ ვხვდები მისი წასვლა რატომ გინდათ ბარსელონა რომ გააგდო ტაქტიკურად ხომ მოუგო? რეალი რომ გააგდო ხომ მოუგო? ბაიერნთან რომ არა ევრას ბავშვური შეცდომა ხომ ქონდა მოგებული? თუ ევრამ რომ ვიდალს ჩააბარა ბურთი ეგ ალეგრის უვიცობის ბრალია ყველაზე საოცარი ისაა რომ იუვეს ქომაგობთ და გინდათ რომ იუვე შემტევი სტილის ფეხბურთს თამაშობდეს მაშინ როცა გამორიცხულია რომ იუვემ საკუთარ დაცვით სტილს უღალატოს ბევრს გინდათ მაქსის წასვლა მაგრამ არავის გაქვთ მყარი არგუმენტი თუ რის გამო უნდა წავიდეს გუნდიდან ასეთივე სიტუაციაა მის შემცვლელთან დაკავშირებით ვინ გინდათ იუვეში? ზოგს ინძაგი ზოგს ზიდანი ზოგსაც გვარდიოლა რეალურად კი ალეგრი იუვესთვის იდეალური მწვრთნელია :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. დღეს ეს კუა ნა თასიც უნდა მოვიგოთ, მილანს კი ვუსურვოტ სანატრელი 6 ადგილი წლის ბოლოს :lool:

  3. ეს შენი აზრია მე ჩემი აზრი ბევრჯერ დამიწერია.მე პატივს ვცემ ყველა საღ აზრს.მე არ ვეკამათები ვისაც ალეგრი მოსწონს.მათი არჩევანია.მე ჩემს აზრს ვწერ აქ.ლიპის ტაქტიკურ ცვლილებებს რაც შეეხება,ალეგრისგან განსხვავებით ის მეტოქის მიხედვით ირჩევდა ტაქტიკას და 6 თვეში ერთხელა არა.საერთოდ ლიპის და ალეგრის შედარება უხერხული მგონია.იტალიურ ფეხბურთზე გეთანხმები და მეც უფრო დაცვითი ფეხბურთის მოყვარული ვარ მაგრამ ალეგრი დაცვის ფენომენი მართლა ვერაა,სხვა შემთხვევაში ერთელ მაინც აჯობებდა კლასით Uკეთეს გუნდს(5 ასეთი თამაში ქონდა სულ და ხუთივე წააგო)

    1. რეალი და ბარსა რომ გავაგდეთ ფლეი ოფიდან არ იყვნენ ჩვენზე კლასით მაღალი გუნდები?

  4. ერთადერთი რაც სიმართლე მესმის ალეგრიზე არის რო როცა იგებს თამაშს კეტავს. მაგრამ ასეთია იტალიური ფეხბურთი და ვერ ვხვდები გუარდიოლას მოყვარულები იუვეს რატო ბალეშიკობენ.
    იმასაც მართალს ამბობ რო ალეგრი სხვაგან ესეთი წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ ეგეც ისტორიულად დადასტურებული ფაქტია რო იტალიელები იტალიაში თამაშობენ მაგრად, ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც. იტალიური ფეხბურთის ფილოსოფიაზე იზრდებიან ბავშვობიდან და ამ ფილოსოფიით თამაშობენ ბოლომდე, სხვაგან ვერ ქაჩავენ იმიტორო სხვაგან სხვა ფეხბურთია. ზუსტად ამიტომაც ვარ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი რო აქ ფეხბურთი ყველასგან განსხვავებულია. ცუდია როცა იტალიური გუნდის გულშემატკივარს დაცვითი თამაში არ მოწონს. იმ სფეროში მუშაობას გავს რომელიც გეზიზღება. მე მალდინის პატკატის ნახვა ნეიმარის 9 ჯერ ერთი კაცის მოტყუების ყურებას მირჩევნია და ამიტო ვარ იტალიის გულშემატკივარი. დანარჩენს ვერ ვხვდები, ლამაზი ფორმები სხვა გუნდებსაც აქვთ, ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობენ და რატო მაინცდამაინც — იუვე? მე ვთვლი რო ალეგრი ზუსტად ასახავს და შეეფერება იუვეს და იტალიურ ფეხბურთს.
    მაგრამ ეს ყველაფერი რათქმაუნდა გემოვნების და შეხედულებების ამბავია. ჩემი დაწერილი მხოლოდ ჩემი აზრია და არ იფიქროთ რო მარტო ჩემი აზრი მიმაჩნია სწორად, ან ვცდილობ რო ვინმეს რამე ვასწავლო.

  5. ცოტა უცნაურია იმაზე ალეგრის გაკრიტიკება რო ტაქტიკას ყოველ წელს ცვლის. ლიპის ზუსტად ტაქტიკების ცვლისთვის ვცემ პატივს როგორც მწვრთნელს, გადახედე 2003 წლის ფლეიოფებს, სამივე ესპანურ გრანდს სხვადასხვა ტაქტიკით ეთამაშა, ეს არის მისი სიძლიერე რო ყოველ თამაშში ახალ იდეებს სთავაზობდა მოწინააღმდეგეს. ამიტო მომწონს ალეგრიც, თორე კონტეს რო ვუყურებ მაძაგძაგებს, რაცარუნდა მოხდეს შეაკვდება თავის ტაქტიკას და იწყებს წუწუნს რო ფეხბურთელები არ მოუყვანეს რომელიც მის ტაქტიკას მოერგებოდა.
    ფეხბბურთელების ვერ გახსნაც აბსურდია, მარტო პოგბა რად ღირს, გადახედეთ კონტესდროინდელ პოგბას, მერე ალეგრისდროინდელს და მერე მოურინიოსდროინდელს.
    სერიალში თუ კონკურენტი არ ყავს ამისგამო მისი გაკრიტიკება არ შეიძლება. ლიგაზე რა უნდა ითქვას , 2015 ში ბარსა ჩვენზე 10 თავით მაღლა იდგა და ნარავნე ვეთამაშეთ, ბურთი ცენტრში ისე დავუჭირეთ რო ვერავინ წარმოიდგენდა. მანამდე რეალი გავაგდეთ და იმაზე საუბარი რო უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავდა გადაჭარბებულია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.