სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა
დღეს, საუდის არაბეთში და კერძოდ ქალაქ ჯიდაში, თბილისის დროით 21:30-ზე, იტალიის სუპერ თასის მატჩი გაიმართება:
ალეგრიმ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე მაინც და მაინც არ გახსნა კარტები.. ერთადერთი ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ თუ მის გუნდს მართლაც სურს ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება, მაშინ სრული სერიოზულობით მოუწევს მთელი 90 წუთის მანძილზე ასპარეზობა..
და რას გვეუბნებიან იტალიური გამომცემლობები? როგორი იქნება სასტარტო შემადგენლობა?
კარში პოლონელ შესნის უნდა ველოდოთ და აი დაცვის ხაზში გარკვეული სიახლეები გველის..
ტრავმა მოშუშებული კანსელუ განაცხადშია და როგორც აპენინელი ჟურნალისტები იუწყებიან შეშლილი მას პირველსავე წუთებში ჩართავს ბრძოლაში.. საგულისხმოა, რომ მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს ვარაუდობენ, რომელიც წინა შეხვედრაში მოედანზე სპინაცოლას ნაცვლად რამდენიმე წუთით გამოჩნდა.. შესაბამისად დაცვის ფლანგები დასვენებული და თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.
ცენტრალური დუეტი უცვლელია – ბონუჩი და კიელინი.. ალტერნატივა მათი არის რუგანი რომელიც თუ გამოუვალი მდგომარეობა არ იყო მაქსი თამაში ნაკლებად მოსალოდნელია რომ ჩართავს..
ნახევარდაცვის ხაზში არის გარკვეული კითხვები, რადგან არჩევანი ახლა მაქს უფრო მეტი აქვს, ვიდრე პირობითად ერთი თვის წინ ჰქონდა.. რამდენიმე წყარო ერთი და იგივე სამეულს ასახელებს.. ესენი არიან მირალემ პიანიჩი, როდრიგო ბენტანკური და ბლეზ მატუიდი.. როგორც ჩანს გერმანელებს რომლებმაც ბოლონიასთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, ახლა დასვენების საშუალება მიეცემათ..
თავდასხმის ხაზი არის ზონა, რომელზეც მაქსმა მკაფიოდ დააფიქსირა თუ ვიქნებოდა სამიდან ორი სასტარტოში – კრიშტიანო რონალდუ და პაულო დიბალა.. აი ვინ იქნება მესამე ამას თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე შევიტყობთ, როდესაც გუნდები სასტარტო შემადგენლობებს გამოაქვეყნებენ.. აზრი ორად არის გაყოფილი.. ტუტოსპორტი და ტუტომერკატო ძირითადში კოშტას ვარაუდობენ, მაშინ როდესაც გაძეტა და სქაი სპორტი ბერნარდესკის..
რა არხზე აცჰვენებენ
სერიოზულად თუ მიუდექით გადავუვლით
dato777-ზიდანი როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივარს?) ბაზარი არ არის, ყველას თავის გემოვნება აქვს, მარა თითზე ჩამოსათვლელია ისტორიაში ეგეთი ფეხბურთელები. რავი ეგ იგივეა, პელეს და მარადონას რო არ აღიარებდე)) სიმართლე გითხრა პირველად გავიგე, ვინმეს ზიდანი, როგორც ფეხბურთელი რო არ ევასება)
ვერ გაგიგია კარგად ) დათომ ის დაწერა რომ როგორც ფეხბურთელს და გენიას აღიარებს მაგრამ როგორც ადამიანი არ ევასება. სულ ეს არის.
კარგი და ცუდი ფეხბურთელი არ მიხსენებია
ერთი ვიცი საინტერესო თამაში იქნება მარა 1 ტაიმში ნუ დაელოდებით რამე საინტერესოს ყველაფერი 2 ტაიმში გაირკვეა და არ დამატებითი იქნება დარწმუნებული ვარ ვინ მოიგებს ისედაც იცით ალბათ 2 ნოლს იუვე თავისთავად
თუ მოინდომეს როგორც თასის ფინალში ამოვტენეთ ისე ამოვტენით, მაგრამ დიდი ალბათობით დაძაბულობის მითს შექმნიან, ჯიბესქელი არაბების დასაკმაყოფილებლად
ზიდანზე მაგას რომ იტყვის კაცი და ალეგრიზე რომ აბოდებს მაგას ფსიქოლოგი სჭირდება აშკარად :)) რას გიხდის ასეთს ალეგრი ვაი სად მიექანება ეს ქვეყანა
ბიჭო შენ წაკითხულის გაზრება თუ გიჭირს ქართულად თქვი და რუსულად დაგიწერ ან ვაბშე რას გამომეჭიმები და ჩემს კომენტარზე აკომენტარებ, შენ ადრე გითხარი რომ ჩემთან მიმართებაში შენი აზრი შენთვის შეინახე
ლექსო შენი კომენტარები წავიკითხე და ალეგრის მიმართ იგივე დამოკიდებულება გაქვს რაც მე ზიდანის მიმართ, ჩემთვისაც ყოველთვის საძულველი ფეხბურთელი იყო ზიდანი და მილიონი მიზეზი შემეძლო მომეფიქრებინა რატომ იყო ცუდი ფეხბურთელი ახლა იგივე დამოკიდებულება მაქვს როგორც მწვრთნელ ზიდანის მიმართ
მაგრამ რომ დავატანო თავს ძალა ვაღიარებ რომ მაგარი ფეხბურთელი იყო მაგრამ მე არ მომწომდა უბრალოდ, მწვრთნელად კი არ ვარგა ვაბშე
მაგ თემაზე მე თუ მომწერ ხოლმე პირადში თორემ აქ არ ახვევ ყველას თავზე რომ ვერ იტან, აი ეს განსხვავებაა თქვენს შორის :)
უხარია გულს ისეთი სასტავი გვყავს.ტიტული ყოველთვის სასიამოვნოა.წარმატებები გუნდს.იმედია გავიხარებთ დღეს