ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ:”უსაზღვროდ ბედნიერი ვარ პირველი ტურინული თასით”

იუვენტუსმა 2019 წელს პირველი ტიტული მოიპოვა და აქვე აღსანიშნავია, რომ სუპერ თასი გახდა პირველი ჯილდო რომელიც რონალდუმ შავ-თეთრი მაისურით მოიგო:

“მერწმუნეთ ასეთ კლიმატურ პირობებში ძალზედ რთულია მაღალი დონის თამაშის ჩვენება.. უნდა აღვნიშნოთ მინდვრის ხარისხიც, რომელიც უკეთესის სურვილს ტოვებდა.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, არაერთი მომენტი შევქმენით და სრულებით დამსახურებულად მივაღწიეთ გამარჯვებას.. ბუნებრივია საკუთარი თამაშით და გოლით ბედნიერი ვარ.

მქონდა ამბიცია, რომ 2019 წელი ტიტულით დამეწყო და აი ისიც! იუვენტუსთან ერთად ეს პირველი თასია!

ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და წარმატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ.. აუცილებელია მუხლჩაუხრელი შრომა, რათა მორიგი ტიტული მოვიგოთ!

სერია ა იუვენტუსისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია.. ახლა სატურნირო ცხრილის სათავეში ვიმყოფებით, მაგრამ წინ გრძელი და დამღლელი გზა გვაქვს გასავლელი, სადაც ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.

ვუძღვნი ამ გამარჯვებას ყველა თანაკლუბელს, ოჯახის წევრს და იმ ადამაინებს რომლებსაც იუვე და რონალდუ ძალიან უყვართ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
CR7 LEGEND
5 years ago

კარგი არის და იმედ წელს ჩემპიონთა ლიგა ჩვენი იქნება

ტრიდე
ტრიდე
5 years ago
Reply to  CR7 LEGEND

მაგის გაფიქრებაც არ მინდა რო წელს ლიგა ვერ დავთოთ

CR7 LEGEND
5 years ago

მაგარიაააა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კაროჩე ნახევარდაცვა გვყავს ცოტა ნელი და უფანტაზიო რა. თითქმის ყველა მაღალი დონის არის, მარა რაღაც სიმწვავე და სისწრაფე აკლიათ ყველას, პიანიჩის ჩათვლით! თითქოს ცალ-ცალკე ყველა კარგად აკეთებს თავის საქმეს, მარა მთლიანობაში რაღაც ვეერ რაა))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ალეგრიზე ვინ რას წერს ეგ თემა სულ არ მაინტერესებს და არც მაღელვებს ყველას თავის აზრი აქვს და თავისი შეხედულება ზოგი სწორია ზოგი არასწორი ნუ მერე რა რამდენი ადამიანია იმდენი აზრიაო ხოდა რამინდა ვთქვა ეს კაცი იუვეში რაც მოსულია ტიტულების მოგების მეტს არაფერს აკეთებს ალბათ აქ ბევრი იტყვის ლიგა ლიგაოო და მეც დავეთანხმები კი ბატონო ლიგა გვინდა მაგრამ პირადად მე ალეგრის სულ დავუფასებ იმას რასაც აკეთებს გუნდს უამრავი ტიტული მოაგებინა და კიდე წინ მიიწევს პოლნიმ ხოდომ მადლობა მას ამისთვის მჯერა და მწამს ის ისტორიას დაწერს იუვეში თუ უკვე არ დაწერა გილოცავთ ყველას ეს ერთი და სხვა მრავალიო წინ დიდი გამარჯვებები ელის… Read more »

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

რონი ძალიან დიდი იგროკია,სხვაობას ქმნის ნებისმიერ გუნდთთან,მაგრამ მე კიელინი აღმაფრთოვანებს.რა ცუდია რომ სხვა რეჯისტა არ გვყავს თორემ პიანიჩი კარგი ფლეიმეიქერია

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ეგრე უნდა იიყოს აბა რა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x