ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 5.5 – კარგი იყო კატალიეხოს ეპიზოდის დროს, მაგრამ გამოსვლისას არაერთ შეცდომას უშვებს. მისი მხრიდან კონცენტრირებას დაკარგვა დაუშვებელია და ამაზე მუშაობა მართებს.

კანსელუ – 6.5 – ძალზედ ეფექტურად იწყებს.. შეტევაში მაქსიმალურად ეხმარება საკუთარ გუნდს და მეტოქეს თავის მხრივ დიდი თავისტკივილს სძენს.. თუმცა, დაღლა ეტყობა და ამის შემდგომ ძირითადათ საკუთარ ნახევარზე უწევს ყოფნა და მეტოქის შეტევების დაბლოკვა.

ბონუჩი – 6.5 – კუტრონე არ ჩერდებოდა და მუდმივად ეძებდა ზონას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბონუჩის აწყდებოდა, რომელიც გასაქანს არ აძლევდა.

კიელინი – 7 – ნამდვილი დირექტორი! ყველანაირ შეცდომას რომელსაც გუნდი უშვებდა, თითქოს სწორედ ის აგვარებდა.. ნებისმიერი ვინც მის წინააღმდეგ მიდიოდა გადაულახავ კედელს აწყებოდა.. ჯორჯო ფანტასტიურ ფორმაშია.

ალექს სანდრო – 6 – რაღაც დრო დაჭირდა თამაში რომ ჩართულიყო.. თუმცა, შემდგომ მეტ-ნაკლები ეფექტურობით ირჯება მარცხენა ფლანგზე.

ბენტანკური – 5.5 – ის მატჩია სადაც ურუგვაელი საერთოდ არ ჩანდა. მისი დავალება იყო მაღალი ტემპი შეენარჩუნებინა გუნდს და დახმარებოდა მატუიდის შავ საქმეში.. შეიძლება ითქვას, რომ ვერცერთ დავალებას ვერ გაართვა თავი.

პიანიჩი – 6.5 – რაოდენ კარგიც იყო და დამხმარე კრიშტიანო რონალდუსი, უნდა გავიხსენოთ ეპიზოდები როდესაც არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.. თუნდაც ეპიზოდი როდესაც უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო.. იყო კიდევ მოკლე გადაცემებში შეცდომები და უფრო ძლიერ გუნდს შესაძლოა მეტი თავისტკივილი შეექმნა..

მატუიდი – 6 – ბლეზმა ბევრი ირბინა, ზონებიც გადაკეტა და მილანის ნახევარმცველების ჯანმრთელობის მდგომარეობაც არაერთხელ შემოაწმონა.. მისგან ფიზიკურ სამუშაოს მიჩვეული ვართ, მაგრამ ამ საღამოს სიზუსტე იმაზე უარესი ჰქონდა ვიდრე ნორმალურ შემთხვევებში.

დიბალა – 5 – უფრო ნაკლები საქმე ჰქონდა ვიდრე სჩვევია.. მეტ ხანს იმყოფებოდა როსონერის საჯარიმოს სიახლოვეს, მაგრამ ამას მეტოქისთვის მისი მხრიდან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია.. უნდა გავიხსენოთ მატუიდისთან გათამაშებული კომბინაცია და გოლი რომელიც თამაშგარის გამო გააუქმეს.

კოშტა – 7 – ამ შეხვედრაში ბრაზილიელი ტრეკუარტისტას პოზიციაზე მოგვევლინა და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. მარჯვნიდან, მარცხნიდან იგი უდაოდ ჰქმნიდა ხიფათს.. მუდმივად ეძებდა პარტნიორებს და ცდილობდა ისინი საჭირო პოზიციაზე გაეყვანა.. თავადაც ჰქონდა შანსი მატჩის საწყის წუთებში, მაგრამ დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

რონალდუ – 7 – პირველი თასი იუვენტუსის მაისურით და სიმბოლურია რომ მისი გოლით.. რთულ.. ტაქტიკურად დამღლელ მატჩში მან იპოვა ზონა და გადაგზავნა მისკენ მიმავალი ბურთი დონარუმას კარში.. კრიშტიანომ მატჩი გააკეთა და ეს ყველაზე მთავარია!

ალეგრი – 6.5 – მისი ხელმძღვანელობით ბიანკონერიმ მე-10 ჯილდო მოიპოვა. საკუთარ შეცდომებზე სწავლა და ამჯერად იტალიის სუპერ თასი ტურინში მიემგზავრება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მეათედ არა მერვედ მოიპოვა ეს ჯილდო

giorgi forza
ფორცა იუვე
5 years ago

10 ტიტული სულ აქვს მოგებული ალეგრის ხელმძღვანელობით იუვეს. 4 სკუდეტო, 4 თასი და 2 სუპერთასი.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x