Sky Sport Italia:”რემზიმ იუვესთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა”
Sky Sport Italia-ს მტკიცებით უელსელმა აარონ რემზიმ უკვე გააფორმა იუვენტუსთან კონტრაქტი, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევა:
მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება არსენალთან როგორც მოგეხსენებათ, წლევანდელი სეზონის ბოლოს მთავრდება და ამის შემდეგ მას ნებისმიერ სხვა კლუბთან შეეძლება პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება.
გავლენიანი იტალიური წყაროს მტკიცებით, ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება არა ლონდონში არამედ ესპანეთში უკვე გაიარა და კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
რაც შეეხება მის იანვარშივე ტრანსფერს, იუვე კი იყო დაინტერესებული მაგრამ 20 მილიონის გადახდაზე ცივი უარი განაცხადა. პსჟ-ც უკანასკნელ წამამდე ცდილობდა უელსელის დარწმუნებას, მაგრამ მან არჩევანი იუვეზე შეაჩერა.
წარმატება და იმედია იუვეში თუ გაიტან გოლებს არავინ მოკვდება