ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”ჩვენს კაპიტანს ბადალი არ ჰყავს!”

ლეონარდო ბონუჩის კორეირო დელა სპორტის ჟურნალისტი გაესაუბრა:

“იუვენტუსის საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში – აჩუქოს გულშემატკივრებს ბედნიერება! ჩვენი ქომაგების გახარება უსაზღვროდ დიდი მოტივაციის წყაროა, რომელიც მუდამ გვიბიძგებს სრულყოფილებისკენ.

კიელინიზე უწინდებურ ინტერვიუშიც აღვნიშნე და აქაც ხაზს გავუსვავ, რომ კაპიტანი საოცარ სეზონს ატარებს. მილანთან დაპირისპირებაშიც იგი უნაკლოდ ირჯებოდა. მერწმუნეთ, მთელს მსოფლიოში მას ბადალი არ ჰყავს!

ოპტიმალურ ფორმაზე თუ მკითხავთ, ჯერჯერობით სულ რაღაც ორი კვირაა რაც საწვრთნელ პროცესს დავუბრუნდით და ამაზე საუბარი ნაადრევია. დარწმუნებული ვარ ფორმის პიკზე თებერვალ-მარტისთვის გავალთ, როდესაც სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება”.

3 thoughts on “ბონუჩი:”ჩვენს კაპიტანს ბადალი არ ჰყავს!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.