იტალიური მედია:”გაჩნდა რემზის იანვარშივე ტრანსფერის შანსი”
საინტერესოდ შეიძლება განვითარდეს ვითარება მოახლოებულ 72 საათში:
როგორც აპენინური მედია იუწყება, ლონდონელები გააქტიურდნენ ბარსელონადან დენი სუარესის ტრანსფერზე, რამაც ტურინელებს იმედი ჩაუსახა, რომ უელსელ შუახაზელს უკვე იანვარშივე გადაიყვანენ იტალიაში.
ფაბიო პარატიჩიმ დღეს არსენალელ კოლეგებს ოფიციალური წინადადებით მიმართა აარონ რემზისთან დაკავშირებით.. იტალიის მოქმედი ჩემპიონები მზად არიან 10 მილიონი ევრო გადაიხადონ მის სანაცვლოდ, თუმცა ინგლისელები ჯერჯერობით უარზე არიან..
თუმცა, მათი გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალოს თუ მოახერხებენ სუარესის თაობაზე ბარსას დაყოლიებას.. რეალურად სწორედ მას დაევალება გუნდიდან წასული რემზის შეცვლა..
შესაბამისად თუ ემერიმ დროულად ვერ მონახა აარონის შემცვლელი, მაშინ ნაკლებად მოსალოდნელია კანონირები ნახევარმცველს შეელიონ..
იტალიელი საფეხბურთო ექსპერტების შეფასებით, შანსი გაჩნდა რაც რემზის ტურინში ტრანსფერს უკვე იანვარში არარეალურს აღარ ხდის..
იანვარში უკვე საინტერესოა