პარატიჩი ლიონის მესვეურებს უახლოეს პერიოდში შეხვდება
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით იუვეს მესვეურებმა უკვე დაგეგმეს შეხვედრა ლიონის უფროსობასთან 23 წლის ტენგი ნდომბელეს თაობაზე:
იგი სულ ახლახანს გახდა 22 წლის და საფრანგეთში ერთ-ერთ იმედისმომცემ ნახევარმცველად განიხილება.
მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში ნდომბელემ ორი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
პოპულარული იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით პარატიჩი უკვე დაუკავშირდა ფრანგ კოლეგას და მას საქმიან შეხვედრაზე შეუთანხმდა.
საგულისხმოა, რომ მხოლოდ იუვე არ არის სერია ა-დან ვინც ნიჭიერი მოთამაშით ინტერესდება.. საქმეში ასევე ფიგურირებს მილანის ინტერიც რომელიც ასევე გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას მის თაობაზე.
აბა ბარსელონასთან შეათანხმაო?