ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ისკო რეალს უფრო და უფრო შორდება..

ისკო ალარკონის გარშემო შექმნილ სიტუაციას აპენინური მედია დეტალურად აკვირდება:

სოლარი აგრძელებს ფეხბურთელის იგნორირებს და მას სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალებას არ აძლევს.

სევილიასთან დაპირისპირებისას ესპანელი შუახაზელი მოედანზე მხოლოდ 77 წუთზე გამოჩნდა, რაც ასევე იშვიათია რადგან უკანასკნელ ხანებში მას საერთოდ არ ეძლეოდა თამაში ჩართვის საშუალება.

აპენინელი ჟურნალისტების ცნობით, სიტუაცია იმდენად დაძაბულია რომ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის აგენტმა უკვე მიმართა და კლიენტის ტრანსფერზე დაყენება მოთხოვა.

სიტუაცია როგორც ჩანს აღარ შეიცვლება და იუვენტუსი მზად არის ფეხბურთელის შესაძენად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. სანტიაგო სოლარი კი ამ ყველაფერში მათი ხელშემწყობია, რადგან ყოველ შეხვედრაში სადაც ისკო სკამზე რჩება ბუნებრივია მის სატრანსფერო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს და მის მსურველ კლუბს კომფორტულ სიტუაციაში აყენებს.

2 thoughts on “ისკო რეალს უფრო და უფრო შორდება..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.