ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სანდრო ტონალი 30 მილიონად..

სანდრო ტონალის მიმართ ინტერესი ისევ მაღალია:

ფეხბურთელისთვის ერთბაშად რამდენიმე იტალიური გრანდი იბრძვის, რომელთა შორის არიან იუვენტუსი, ინტერი, ნაპოლი და რომა..

საგულისხმოა, რომ მასიმო ჩელინოს – ბრეშას ამჟამინდელ პრეზიდენტს მის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 30 მილიონის აღება აქვს გადაწყვეტილი.

როგორც იტალიური მედია იუწყება ჩელინოს თავად ანდრეა ანიელი დაუკავშირდა, რომელმაც მზაობა გამოთქვა სანდრო ტონალის თემაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

საერთო მოსაზრებით იუვე ჯერჯერობით ფავორიტ პოზიციაშია, რადგან როგორც ირკვევა თავად ნიჭიერ იტალიელ შუახაზელს კარიერის გაგრძელება სწორედ შავ-თეთრთა რიგებში სურს.

იმ შემთხვევაში თუ კი იუვე მოახლოებულ ზაფხულამდე მოახერხებს მის გაფორმებას, სანდრო კიდევ ერთი სეზონით დარჩება ბრეშაში რაც ჩელინოს ინტერესებშიც შედის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x