გაძეტა:”იუვემ მანჩესტერთან შეთანხმებას მიაღწია”
მოულოდნელი ცნობები გავრცელდა იტალიურ მედიაში:
გაძეტა დელა სპორტის მტკიცებით იუვემ და იუნაიტედმა მატეო დარმიანის მომავალი შეათანხმეს. ფეხბურთელი არენდის წესით შეუერთდება ბიანკონერის, რომელიც 3-4 მილიონი ევრო დაჯდება.
საგულისხმოა, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონებს დარმიანის სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თანხა არ სახელდება.
იმ შემთხვევაში თუ კი ეს ინფორმაცია მართლაც დადასტურდება, მაშინ სპინაცოლა კარიერას ბოლონიაში იჯარის წესით გააგრძელებს.
სხვათაშორის წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე მაქსმა მიანიშნა რომ თუ კლუბი სათანადო შემცვლელის მოძებნას მოახერხებს, მაშინ სპინაცოლა ტურინს მართლაც დატოვებს..
კულუარული ცნობებით გუნდიდან წასვლა თავად სპინაცოლას იდეაა რომელსაც მძიმე ტრავმის შემდეგ სათამაშო პრაქტიკის მიღება სწყურია, რაც იუვეში ამ ეტაპზე რთულად წარმოსადგენია.
ისე ზაპატა ხოარ დაგვეთრია? რამაგრად აქვს აკრეფილი…რონი დაგეწივნენ დუვანა და კვალი…დუბლი ხვალ მინიმუმ
რატო არ ეშვებიან ამ მართლა დარმაედს?)) ამას თუ დე შილიო არ ჯობდეს, მე ვიყო დარმიანი რაა)
Movies,spalebtan daisvenebs sandrinio