ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი საკუთარი კარიერის ბევრისთვის უცნობ დეტალებზე საუბრობს..

ფედერიკო ბერნარდესკის გაძეტა დელა სპორტის ჟურნალისტი დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა:

როდესაც ოჯახთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება ფლორენციაში გადასვლაზე სულ რაღაც 16 წლის ვიყავი.. ერთ-ერთი სამედიცინო შემოწმებისას ექიმა არასასიამოვნო ინფორმაცია შემატყობინა.. ჩემი გული იზრდებოდა, რაც ორგანიზმთან შედარებით აჩქარებულ ტემპს აჩვენებდა..

განმეორებითმა ტესტებმა დამიდასტურა ეს პრობლემა და სამედიცინო შტაბის თქმით, მათ არ იცოდნენ შევძლებდი თუ არა მომავალში ფეხბურთის თამაშს.. 6 თვის მანძილზე მომიწია უსაქმოდ ყოფნა.. ამ პერიოდის მანძილზე ფლორენციაში სრულიად მარტო ვიყავი..

ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი და აუტანელი 6 თვე, მაგრამ მან უფრო ძლიერი გამხადა.. სწორედ მისი დამსახურებით მივხვდი, რომ ცხოვრებისგას სიამოვნება უნდა მიიღო.. საბედნიეროდ კონკრეტულმა დიეტამ და სწორმა სამედიცინო პროცედურებმა დადებითი შედეგი გამოიღო და ასპარეზობა გავაგრძელე.

ასტორი.. ტურინში გადასვლამდე მას არაერთხელ ვესაუბრე.. ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით და ბუნებრივია ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგამდე ვალდებული ვიყავი მასთან მესაუბრა.. იგი რთულად შეხვდა ამ ყველაფერს, თუმცა მიხვდა ჩემი გადაწყვეტილების მიზეზს..

მისი გარდაცვალების შემდეგ ავე მარის ტატუსთან ახლოს მისი ციფრები დავიხატე.. შედეგად ასტორი ყოველთვის ჩემთან ერთად არის სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთდე.. გენიალური ადამიანი რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ძალზედ აკლია.

ტურინი ფანტასტიური ქალაქია.. იგი არცერთს არ ჰგავს სადაც მომიწია ყოფნა.. აქაურობა პირველსავე ნახვით შემიყვარდა.. იუვენტუსი კი თავის მხრივ გამარჯვებულის მენტატლიეტს ჰაერშივე აფრქვევს.. აქ ფეხბურთელიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული ყველა გამარჯვებაზეა ორიენტირებული.. ტურინში არაფერს აქვს მნიშვნელობა გარდა გამარჯვებისა.. თავადაც ვეზიარე ამ ყოველივეს და სრულად გავითავისე..

რონალდუ? დიახ ჩვენ პირველივე დღიდან ვმეგობრობთ.. პორტუგალიელის ასპარეზობით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი.. წილად მხვდა ბედნიერება იგი გამეცნო და მასთან ერთად მევარჯიშა.. აღმოჩნდა რომ კრიშტიანო ძალზედ უშუალო და მხიარული პიროვნებაა.. ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს და მოედნის მიღმა ხშირად ვატარებთ ერთად დროს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x