გაძეტა სპინაცოლას თემას დეტალურად განიხილავს
ლეონარდო სპინაცოლას სიტუაცია გაძეტა დელა სპორტი აშუქებს:
“სატრანსფერო საკითხებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ კონკრეტულად სპინაცოლაზე ვფიქრობ უმჯობესი იქნება სიტუაცია დეტალურად განვიხილოთ..
ბოლო პერიოდში ფეხბურთელმა შესამჩნევი პროგრესი აჩვენა.. იუვენტუსისთვის იგი ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და სპინაცოლას ყოველი ჩვენთაგანი განსაკუთრებულად ვაფასებთ..
საქმე იმაშია, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით განვითარდა. ახლა მისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო, რის უზრუნველყოფას იუვენტუსი ამ ეტაპზე ვერ მოახერხებს..
შესაბამისად თუ უახლოეს პერიოდში გუნდმა მოახერხა ბაზარზე კვალიფიციური კადრის მოძებნა, მაშინ სპინაცოლა სეზონის ბოლომდე ერთ იტალიურ კლუბში არენდის წესით იასპარეზებს”..
ეს იყო მაქს ალეგრის სიტყვები სპინაცოლასთან დაკავშირებით.. როგორც ირკვევა მხარეებმა გუშინ კონსულტაცია გამართეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნება 26 წლის იტალიელს სათამაშო დრო არ შეუმცირდეს და რამდენიმე თვე ბოლონიაში გაატაროს..
ინძაგის გუნდში საკმაოდ კარგი სიტუაცია სუფევს და სპინაცოლა თავს უდაოდ კომფორტულად იგრძნობს.. რაც მთავარია პიპოს მოსწონს იგი და იცის თუ რა შეუძლია.. შესაბამისად სპინას სათამაშო დრო არ მოაკლდება, ხოლო იტალიის ნაკრებს კვლავინდებურად ექნება კარგი ფეხბურთელის იმედი მოახლოებულ სანაკრებო ბატალიებში..
სწორედ ამიტომ გამართა დაჩქარებულ ტემპში იუვემ მოლაპარაკებები იუნაიტედთან მატეო დარმიანისთან დაკავშირებით.. იტალიელი უკვე დიდი ხანია ინგლისში უქმად არის და იუვეს ვარიანტი მისთვის ნამდვილად მისასალმებელია..
როგორც ირკვევა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და წესით 2-3 დღეში ყველაფერი ოფიციალურად გაირკვევა..
საქმე ისაა რო ასამოა გამოკვეთილად ზამენის კაცი იყო და მეტი ამბიციაც არ გააჩნდა. სპინას ძირითადობა უნდა და მომავალი მისი კარიერისთვის აუცილებელია სათამაშო დრო. ჯერჯერობით ეგ სანდროს ვერ ამოაგდებს, ამიტომაც განიხილება მისი არენდა

როგოე მეზიზღება ასეთი ჭორები და მიდგომა რა. სპინაცოლას თამაში უნდ არასაც იუვე ვერ პირდება და უშვებენო და მოყავთ დარმიანი რომელიც უტამაშებლობისგან უკმაყოფილოა და სხვა კლუბში უთამაშებლობა კმაყოფილს გახდის სადაა ლოგიკა სად?

აი რატომ ვერ მოახერხებს? სადაც ასამოა ახერხებდა რითია ნაკლები ეს იმ უტვინოზე? მაგრამ იუვეში თითქოს იტალიელებზე დაგინული აქვთ რომ არ ათამაშონ, რომ გაყიდიონ და მოიყვანონ გადამთიელი თუნდაც მასზე უარესი.
აი ამაში გეთანხმები. ამ საქციელს ჰქვია *ლეობაა მეტი არაფერი!