ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

იუვენტუსი საკუთარ მატჩს ორშაბათს საღამოს გამართავს, მანამდე კი დღეს ჟურნალისტებს ტრადიციულ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე მაქს ალეგრი შეხვდა:

დი კარლოს მისვლის შემდეგ კიევომ კარგი ფეხბურთის დემონსტრირება დაიწყო. ფაქტია, ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან და მაქსიმუმს იზამენ რათა ტურინი ქულის გარეშე არ დატოვონ.

ტრავმირებულებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ბარძალი და ბენატია სარეაბილიტაციო პერიოდს წარმატებით გადიან. მანჯუკიჩთან მიმართებაში იმედი გვაქვს, რომ იგი ლაციოსთან შეხვედრაში დაგვიბრუნდება. კუადრადოს გამოჯანმრთელებამდე ბევრი უკლია.

კიევოსთან კარში პერინი იდგება, ხოლო დაცვის ხაზში ბონუჩი-კიელინიდან ერთ-ერთი დაისვენებს და რუგანი იასპარეზებს. პიანიჩს მცირე დისკომფორტი აქვს ბარძაყის არეში და მას ერთ კვირიანი დასვენების საშუალება მივეცით. ვფიქრობ, იანვრის დამატება სამი ხედირა გახდება რომელიც ეტაპობრივად შევა იდეალურ კონდიციებში. იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

საწყისი წუთებიდანვე დაიწყეს მატჩს ფედერიკო ბერნარდესკი.. იტალიელი ახლა ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია და ჩვენ მას ვენდობით.. დაცვის ფლანგები? მარჯვნივ დე შილიოს ხოლო მარცხივ ალექს სანდროს ვიხილავთ..

სპინაცოლასთან მიმართებაში ბევრი საუბარია.. შემიძლია გითხრათ რომ 99%-ით იგი ჩვენთან დარჩება.. ერთადერთი შესაძლებლობა რომელიც შეგვიძლია დავუშვათ არის ის, რომ თუ ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ბაზარზე მოახერხა მისი შემცვლელის მოძებნა, მაშინ არაა გამორიცხული სპინამ გუნდი არენდით სეზონის ბოლომდე მართლაც დატოვოს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x