ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ისკოს და მარსელოს მადრიდში არსებული სიტუაცია მობეზრდათ..

სიტუაცია მადრიდულ კლუბში ორი ფეხბურთელისთვის უკეთესის სურვილს ტოვებს:

კრიშტიანო რონალდუ არ ეშვება მარსელოს ტურინში გადმოყვანის იდეას.. პორტუგალიელი ყოველდღიურად ეხმიანება ბრაზილიელ მცველს და მას იუვეში გადასვლისკენ უბიძგებს.

თავად მარსელოსაც აშკარად არ სიამოვნებს სიტუაცია, რომელიც სამეფო კლუბში არის ახლა.. ჯერ იყო და ლოპეტეგთან გართული მდგომარეობა, ახლა სოლარი.. საუბრობენ რომ მან უკანასკნელ ხანებში წონაში 7 კილოგრამი მოიმატა და არაა გამორიცხული უახლოეს მატჩებში სათადარიგოთა სკამზეც დაჯდეს.

ისკოსთან მიმართებაში ყველაფერი გარკვეულია.. მას საერთოდ არ უწევს რეალის სასტარტოში ყოფნა მნიშვნელოვან დაპირისპირებებში. მხარეებს შორის იმდენად დაძაბული ურთიერთობა სუფევს, რომ ერთმანეთს მთავარი მწვრთნელის თანაშემწით კონტაქტობენ..

იუვენტუსი თავის მხრივ ორივე შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.. თუ მისაღები ფასი იქნება მარსელოს შემთხვევაში, მაშინ პარატიჩი გადადგამს ქმედით ნაბიჯს.. აი ისკოს იუვეში ხილვა უფრო რეალურია, რადგან საქმე ფაქტიურად დაძრულია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

არცერთის აუცილებლობა არაა დღეს, ყველაზე კარგი პოგბას დაბრუნება იქნება, ნახევარდაცვა ფიზიკურად უფრო ძლიერი და შემოქმედებითიც გახდება.

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

ნახევარდაცვა ფიზიკურად ნამდვილად ძლიერი გვყავს ტექნიკური ნახევარმცველი გვინდა და ისკო იდეალურია

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

თითქოს სიტის მიყავსო ასე გავიგე

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ხოდა ისკო უფრო გვჭირდება, ვიდრე ხუჭუჭა)

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x