ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ახალი გეგმა სამ ნახევარმცველთან მიმართებაში

იუვემ როგორც ჩანს შუახაზთან მიმართებაში პრიორიტეტები შეცვალა:

გუნდს მკაფიო გეგმა გააჩნია თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში სატრანსფერო პოლიტიკა. პოლ პოგბას დამატების თემა როგორც ჩანს მოურინიოს იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ აქტუალური აღარ არის..

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ტურინელთა გააქტიურება ლიონში მოთამაშე ნდომბელეს მიმართ.. ფრანგს საკმაოდ კარგი პრესა აქვს და ერთ-ერთ იმედისმომცემ შუახაზელად სახელდება. ფრანგული გრანდი მას გამორჩეულად აფასებს, თუმცა ტურინელები მზადყოფნას გამოთქვამენ მოლაპარაკებებში დაუყონებლივ ჩაერთონ..

შეხვედრა ფეხბურთელის აგენტთან მიმდინარე თვეში შედგება, რის შემდეგაც უკვე კლუბები დაიწყებენ ერთმანეთში ვაჭრობას.. საგულისხმოა, რომ ფრანგები 70 მილიონის გამომუშავებას გეგმავენ, ხოლო ტურინელები 50-60-ს რადიუსში ფიქრობენ ტრანსფერის დახურვას.

კიდევ ერთი ფეხბურთელი რომელიც საკმაოდ ახლოს არის ტურინულ კარიერასთან არის ესპანელი ისკო ალარკონი.. სხვათაშორის მისი ბედიც პრინციპში მწვრთნელზეა დამოკიდებული.. არაა გამორიცხული სოლარის ნაცვლად მოსული (თუ გაუშვეს) ესპანელის სამშემსრულებლო ოსტატობის მოყვარული არ იყოს და ტრანსფერზე დააყენოს, თუმცა უფრო მეტი შანსია პროცესი ვადაში გაიწელოს..

უკვე არსებობს კულუარული ცნობები რომ პარატიჩიმ მოახერხა ალარკონის აგენტთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება. ფეხბურთელი მოხიბლულია იუვეს პოლიტიკით და არ არის წინააღმდეგ ყოფილ პარტიორნთან ერთად ახალი მწვერვალები დაიპყროს.

მესამე ფიგურა რომელიც საკმაოდ აქტუალურია წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე გახლავთ იტალიელი ამომავალი ვარსკვლავი ტონალი.. ბრეშას რეჯისტას სულ უფრო და უფრო მეტად ამსგავსებენ გენიალურ ანდრეა პირლოს, რაც ბუნებრივია ერთბაშად ყურადღებასაც იქცევს და ფასსზეც მოქმედებს..

კალიარის ექს პრეზიდენტი რომელიც ახლა კალიარის უდგას სათავეში, ნიჭიერ მოთამაშეს 30 მილიონად აფასებს, თუმცა ეს ფასი მას ახლა ადევს და კაცმა არ იცის სეზონის დასრულების შემდეგ თუ ბრეშა სერია ა-ს საგზურის მოპოვებას მოახერხებს მერე რა იქნება..

ამიტომაც პარატიჩიმ თადარიგი დაიჭირა, ჯერ ფეხბურთელის აგენტი მოამზადა მოლაპარაკებებისთვის და შემდგომ თავად ჩელინოს დაუკავშირდა ეგ ბიჭი ჩვენ ძალიან გვჭირდება და არაფერი მიქაროო.. მოსალოდნელია, რომ იუვე გაიფორმებს ტონალის და 2020 წლის ივნისამდე მას მოკრძალებულ კლუბში დატოვებს. ეს ვარიანტი ყველასათვის მისაღებია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

სასიამოვნოა ეს ინტერესი,სამივეზე.თაუმცა ოცნება არის მბაპე,კანტე,დე ლიხტი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x