ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს გვთავაზობს

გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას:

მაქსმა წინასამატჩოს დროს გარკვეული კითხვის ნიშნები კი დატოვა, მაგრამ სხვა პრეს-კონფერენციებისგან განსხვავებით ბევრი კარტიც გაგვიხსნა..

მაგალითად ის რომ კარს მატეა პერინი დაიცავს..

დაცვის ხაზში ფლანგებზე უნდა ველოდოთ დე შილიოს და ალექს სანდროს..

მაშინ როდესაც ცენტრალურ ზონაში ერთი კითხვის ნიშანია და კერძოდ რომელი? ვინ იქნება სკამზე? ბონუჩი თუ კიელინი? ტურინულ გამომცემლობას თუ დავუჯერებთ ეს ლეონარდო ბონუჩი იქნება, რომლის მხარდამხარ დანიელე რუგანი გაირჯება.

ნახევარდაცვაში შეგახსენებთ, რომ არ იასპარეზებს მირალემ პიანიჩი.. სხვა ყველაფერთან ერთად ბოსნიელს ბარძაყის არეში აქვს დისკომფორტი და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ერთ კვირაში ძალების აღდგენას.

მირალემის არყოფნაში ცენტრალური ზონა სხვაგვარად დაკპომპლექტდება.. უნდა ველოდოთ სასტარტოში ხედირას.. სავარაუდოდ მასთან ერთდ იქნება მეორე გერმანელი ემრე ჯანიც.. და მათ კომპანიას კიდევ ერთი ევროპელი ლეგიონერი მატუიდი გაუწევს..

მფრინავი ვირების წინააღმდეგ სასტარტოში პერინთან ერთად კიდევ ერთი იტალიელი ფედერიკო ბერნარდესკის დაბრუნდება, რომელიც პირველი ტურის გმირი გახდა.. სწორედ მისი გოლით მოახერხა იუვემ სეზონში პირველი მატჩის გამარჯვებით დასრულება.

ბიანკონერის 10-იანს ასევე ელოდებიან სასტარტოში, რომელიც ტრეაკუარტისტას პოზიციაზე მოგვევლინება.. პრინციპში წლევანდელ სეზონში დიბალასგან სწორედ ამ როლში ხილვას ვართ შეჩვეულნი. ცენტრალური ზონიდან კი კრიშტიანო რონალდუ შეუტევს, რომლის დებიუტი სერია ა-ში სწორედ ვერონელებთან შედგა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

1 ბურთის მერე თამამად შეგვიძლია მთქნარება დავიწყოთ))

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

დღეს მაგარი სასტავი გადის.იმედია ლამაზ ფეხბურთს ვიხილავთ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეეეჰ…)))

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

რეალისტი ყველაფერს ისე ხედავ ფეხბურში ,როგორც მე.თითქმის ყოველთვის ემთხვევა აზრი.ერთი მთავარი საკითხია მარტო სხვა აზრის და მართლა არ მესმის ასეთი კითხვების მერე,რატომ გაქვს ეს განსხვავება

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

გამაგებინეთ ვინმემ სეზონის დაწყებიდან სულ 4-3-3 რომ წერია ყველა მატჩში აქედან ერთი თუ მაინც იყო ნამდვილი 4-3-3 ? დიბალა ლამის რეჯისტაა ფლანგები მცველებთან დგანან მანძუ ვაფშემ თავის კარების ძელთან უფრო ხშირადაა ვიდრე მოწინააღმდეგის საჯარიმოში და გაიგე ახლა რა სქემაა )))

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x