ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემ პიაცას კონკრეტული შესაძლებლობა შეთავაზა

ერთია რა უნდა მარკო პიაცას და მეორეა რას სთავაზობს მას იუვენტუსი:

ხორვატი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დღითიდღე ეცემა, არადა თავის დროზე მასში 25 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა.

მარკო განიხილებოდა იუვესთვის მნიშვნელოვან ფიგურად, მაგრამ სამწუხაროდ მძიმე ტრავმის შემდეგ ხორვატმა ვერაფრით ვერ მოახერხა სასურველი კონდიციების აღდგენა..

იუვემ სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისით იგი თავდაპირველად შალკეში გაანათხოვრა, ხოლო შემდეგ ფიორენტინაში.. ვერცერთგან მან საჭირო სათამაშო პრაქტიკის მოპოვება ვერ მოახერხა..

იებში მას ძალიან უჭირს მურიელთან და კიეზასთან კონკურენცია, რის გამოც იუვემ კონკრეტული შეთავაზება გაუკეთა – გადადი ჯენოაში და ითამაშე მეტი..

დიახ, გენუელები მარკოს საჭირო სათამაშო დროს დაპირდნენ თუ ხორვატი საბოლოოდ მაინც მიიღებს მათთან გადასვლის გადაწყვეტილებას.. ჯერჯერობით იგი უარზე იყო და ამ ყველაფერს ხსნიდა ფლორენციული კლუბისადმი გამოვლენილი ნდობით.. მას სურს იებს კარგით თამაშით გადაუხადოს მადლობა..

მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს და იუვემ კონკრეტული შანსი შეთავაზა.. ვნახოთ გამოიყენებს თუ არა მარკო ამ შესაძლებლობას. უარის შემთხვევაში არაა გამორიცხული ტურინელებმა მასსზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნიონ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

დიბალა ყველაზე კარგი 4-2-3-1 შია ,არადა წელსაც შესაძლებელია ეს სქემა სულ თავისუფლად, მარცხნივ რონი მარჯვნივ კიშტა შუაში დიბო და წინ მანძუ, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელია ისე ვინ სად იდგება და ირბენს ღმერთმა უწყის

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ძალიან დასანანია ალის ტალანტის ასე უაზროდ გაქრობა,მაგრამ მე რატომრაც მგონია ფორმის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ თამაშით და არა ვარჯიშით

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x